არასრულწლოვანი მსჯავრდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლდა
2015-10-12
არასრულწლოვან პირს ბრალი ედებოდა სხვისი მფლობელობის (ავტომანქანის სალონი) ხელშეუხებლობის დარღვევაში, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პირველი ინსტანციის განაჩენისგან განსხვავებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 2 ოქტომბერს არასრულწლოვან თ. ს.-ს სასჯელის ვადა შეუმცირა 6 თვით და გაათავისულდა სხდომის დარბაზიდან. სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ იქნა როგორც ბრალდებულის პიროვნება, ასევე ჩადენილი ქმედების ხასიათი.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია