დისკუსია ელექტრონულ სამართალწარმოებაზე
2015-10-20
2015 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა შეხვედრა დიუსელდორფის უმაღლესი ინსტანციის სამხარეო სასამართლოს მოსამართლე დოქტორ არნდ ვაისჰაუფთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ელექტრონულ სამართალწარმოების თავისებურებები და მათი ზეგავლენა სასამართლო სისტემის ყოველდღიურ საქმიანობაზე.

გაიმართა ნაყოფიერი დისკუსია და მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ იმ კომპლექსური პროცესის სწორად და ეფექტიანად წარმართვას, რაც დაკავშირებულია სამართალწარმოების ელექტრონულად განხორციელების დანერგვასთან. 

ანალოგიური სამუშაო შეხვედრები, გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ინიციატივით, გაიმართება სამივე ინსტანციის სასამართლოებში.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია