213-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად სასამართლოში
2015-10-29
2015 წლის 29 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში 213-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, არასრულწლოვანთა უფლებებისა და სამოსამართლო საქმიანობის შესახებ.

პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები.

ლექციის დასრულების შემდგომ, მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა და სხდომათა დარბაზები.

სასამართლო ტურს უძღვებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თამარ ერგემლიძე.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია