სტატისტიკის დეშბორდი
2015-11-07
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შექმნა ახალი პროგრამა - სტატისტიკის დეშბორდი, რომელიც უფრო ადვილს და სრულყოფილს ხდის სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების აღქმას.

დეშბორდზე განთავსებულია 2010-2014 წლების სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის სტატისტიკური მონაცემები.

პროგრამა, გარდა სტატისტიკის გრაფიკული გამოსახულებისა, შეიცავს წლების მიხედვით შედარების შესაძლებლობას.

პროგრამის ბმული განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე (იხ. მენიუში სტატისტიკა → სტატისტიკის დეშბორდი).
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია