სტუდენტებმა იმიტირებული პროცესი სასამართლოში გამართეს
2015-12-18
16 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერით გაიმართა ელსა - თბილისისა და თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული პროექტის ნახევარფინალი - იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართალში.
აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქალბატონი მაია თეთრაული და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბატონი არსენ კალატოზიშვილი.
ნახევარ ფინალში გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები.
თბილისის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს საგანამანათლებლო პროექტებს და ყოველთვის მზად არის აქტიურად ჩაერთოს მსგავს ღონისძიებებში.