უკრაინის დელეგაციის ვიზიტი სასამართლოში
2016-02-22
თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკრაინის სასამართლოების მოხელეთა პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის პრეზიდენტმა ნატაშა ჩუმაკმა სასამართლოს წარმომადგენლებს გააცნო მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები, რის შემდეგაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით დაფუძნებული ანალოგიური ასოციაციის პრეზენტაციაც მოხდა.

მხარეებმა სურვილი გამოთქვეს პროექტების ერთად განხორციელების და სამომავლო თანამშრომლობის გეგმა დასახეს.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია