ახალი სასამართლო ფორმები
2016-04-01
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის №1/107 გადაწყვეტილებით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის, პასუხის (შესაგებლისა) და საჩივრის ფორმებში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდება 2016 წლის 1 აპრილიდან. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო და საკასაციო საჩივრის (შესაგებლის) შეტანისას, როგორც წესი, წარდგენილი უნდა იქნეს შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიაც (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმა არ არის წარდგენილი ნაბეჭდი სახით), ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობაზე მითითებისას (თუ მითითება ხდება სხდომის ოქმზე) უნდა აღინიშნოს დროის ის მონაკვეთი, როდესაც ოქმში მხარისათვის მნიშვნელოვან გარემოებაზეა საუბარი. ამასთან, სამოქალაქო საქმეზე სარჩელისა და შესაგებლის ფორმას დაემატა შეკითხვა საქმის სასამართლო მედიაციისათვის გადაცემასთან დაკავშირებით.

სასამართლოს ახალი ფორმები განთავსებულია ჩვენი ვებ-გვერდის "ფორმების" განყოფილებაში.

ყველა ფორმა ერთად შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამ სიახლეზე მიმაგრებული ფაილიდან.
მიმაგრებული ფაილები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია