სასამართლო ტური თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
2016-10-13
12 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტუმრად ეწვივნენ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

სასამართლო ტურის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა ნინო მელაძემ. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლო სისტემას, მის დანიშნულებას, მოსამართლის როლს.
ტრადიციისამებრ, ტურის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.

შეგახსენებთ, სასამართლო ტური თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით 2013 წლიდან იმართება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასის სამართლით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისათვის.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია