ინოვაციური განათლების ცენტრის სტუდენტები სტუმრად სასამართლოში
2016-10-21
21 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინოვაციური განათლების ცენტრის სტუდენტები ეწვივნენ. ტრადიციისამებრ, სასამართლო ტური თავმჯდომარის ბიურომ გამართა. ამჯერად, სტუდენტებს ბიუროს უფროსი უჩა თოდუა შეხვდა, გააცნო მათ სასამართლოს სისტემა, მოსამართლის როლი, გაიმართა დისკუსია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პრეზენტაციის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.