სასამართლო ტური 155-ე საჯარო სკოლის მოსწვალეებისთვის
2016-11-18
17 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სასამართლო ტურის ფარგლებში, ამჯერად თბილისის 155-ე საჯარო სკოლის სამართლით დაინტერესებული მოსწავლეები ეწვივნენ.

ტრადიციისამებრ, სასამართლო ტური თავმჯდომარის ბიურომ გამართა. მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა ნინო მელაძემ, გააცნო მათ სასამართლოს სისტემა, მოსამართლის როლი, გაიმართა დისკუსია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია