გადაწყვეტილება უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე
2017-03-13
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე №2ბ/2325-15 (2016-12-01). გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა და შესულია კანონიერ ძალაში.

გადაწყვეტილებაში მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა თანხის დაკისრება. მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნას წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილება მოპასუხისათვის საავტომობილო ბოქსის მშენებლობაზე გაწეული ხარჯის სახით 10 000 ლარის დაკისრების თაობზე.სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით ვერ დგინდებოდა, რომ სადავო ნაგებობა აშენებული იყო მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ, რაც გამოიწვევდა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელსაც ავტოსადგომზე დაუტვირთავი საკუთრება შეძენილი ჰქონდა სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული ვაჭრობის შედეგების საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ იქნებოდა გამოყენებული უსაფუძვლო გამდიდრებისნორმები. ამასთან სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.

გადაწყვეტილებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ უსაფუძვლო გამდიდრება
☛ ვალის აღიარება
☛ ხანდაზმულობა
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია