საგამოძიებო კოლეგიის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე
2017-03-17
"ქონებაზე ყადაღის დადება არ იწვევს საკუთრების უფლების გაუქმებას ან ჩამორთმევას, არამედ იგი, როგორც მხოლოდ დროებითი ღონისძიება გამოიყენება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად და გამომდინარეობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან."
სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას (სები) დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება 1გ/293-17 (2017-03-01).
პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა საქალაქო სასამართლოს და ითხოვა ყადაღის დადება ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე რიცხულ ქონებაზე. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ბრალდებულის ადვოკატმა და ითხოვა ყადაღის გაუქმება ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრების ქონებაზე. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საჩივარი და განმარტა, რომ ბრალდებულის ადვოკატს უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა განჩინება მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქონებრივი უფლებების შესაძლო დარღვევის ნაწილში და არა მისი ოჯახის წევრების.
განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ ყადაღის დადება უძრავ ქონებაზე;
☛ დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონება;
☛ არაუფლებამოსილი პირის მიერ საჩივრის წარდგენა;
☛გასაჩივრების უფლების მქონე პირები.