საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საგნის დათვალიერებისა და მისი ამოღების შესახებ
2017-03-29
,,დათვალიერება არ არის ის საგამოძიებო მოქმედება, რომელმაც საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის მოსაპოვებლად შეიძლება შეცვალოს ამოღება."
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას 1გ/407-17 (2017-03-22). განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო ბრლადების მხარის მტკიცებულებები ი.ბ.-ს ქურთუკის დათვალიერების ოქმი და ქურთუკი (ნივთმტკიცება). აღნიშნული განჩინება ბრალდების მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. საგამოძიებო კოლეგიამ განმარტა, რომ ნივთის წარდგენა, რასაც თან ახლავს მისი დათვალიერება და შემდეგ ამოღება წარმომდგენის თანხმობით, არ არის ნივთმტკიცების მოპოვების კანონიერი გზა. დათვალიერება არ არის ის საგამოძიებო მოქმედება, რომელმაც ობიექტის მოსაპოვებლად შეიძლება შეცვალოს ამოღება.
განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება;
☛ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა;
☛ დათვალიერების ჩატარების წესი;
☛ ნივთმტკიცების მოპოვების კანონიერი გზა;
☛ ამოღების საგამოძიებო მოქმედება.