პროკურორის დისკრეციის ფარგლები განრიდების განხორციელებისას
2017-05-16
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას 1გ/622-17 (4 მაისი, 2017 წელი) განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულის მიმართ პროკურორის მიერ მიღებული იქნა განრიდების პირობების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება. განრიდების სუბიექტის მიერ პირობის შესრულების შემდეგ, რაც გულისხმობდა 1000 ლარის გადახდას, პროკურორმა მოგვიანებით მიიღო გადაწყვეტილება შეეწვიტა დადგენილებით განრიდების პროცესი და სისხლისსამართლებრივი დევნა გაეგრძელებინა საჯარო ინტერესის საფუძვლით. წინასასამართლო სხდომაზე პროკურორის ეს დადგენილება დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, რაც ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

საგამოძიებო კოლეგიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და განჩინებაში განმარტა, რომ ვინაიდან განრიდების სუბიექტის მიერ განრიდების პირობა უკვე შესრულებული იყო, პროკურორს აღარ ჰქონდა უფლება განრიდებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მისი თანმდევი შედეგი იყო და არა პროკურორის დისკრეცია.

განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ განრიდების შეთავაზების ოქმი;
☛ განრიდების პირობების შესრულება;
☛ პროკურორის დისკრეციის ფარგლები განრიდების განხორციელებისას
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია