საგამოძიებო კოლეგიის განჩინება კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ
2017-07-25
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მხოლოდ ზემოხსენებული ნორმატიული შინაარსი, ანუ ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული შინაარსობრივი მხარე და არა მთლიანად ნორმა, რითაც შეზღუდვა მოიხსნა დაცვის მხარისათვის და მასაც მიეცა შესაძლებლობა ინფორმაცია მოიპოვოს პროკურორისათვის დადგენილი სტანდარტით და იმავე წესით, როგორადაც მას მოიპოვებდა ბრალდების მხარე. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მიხედვით ინფორმაციის გამოთხოვაზე ვრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედების გაცემისათვის დადგენილი წესი მხოლოდ შუამდგომლობის დასაბუთებისა და წარდგენის სტანდარტის ნაწილში ორივე მხარისათვის თანაბრად, ხოლო სხვა ნორმატიული შინაარსი რაც დამახასიათებელია სპეციფიკურად ფარული საგამოძიებო მოქმედებებისათვის ეხება მხოლოდ ბრალდების მხარეს ...“

წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/960-17 (19 ივლისი, 2017 წელი) განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:

☛ ინფორმაციის გამოთხოვა, როგორც ამოღების კერძო შემთხვევა
☛ მობილური ტელეფონის ამოღება
☛ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა
☛ შეჯიბრებითობის პრინციპი
☛ ნორმის შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია