მემორანდუმი შრომის სამართლის ცენტრთან
2017-08-14
14 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და ა(ა)იპ "თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია პარტნიორობა კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში, აგრეთვე, სტაჟიორი სტუდენტების პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობა.
მემორანდუმს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა, ვანო ბოლქვაძემ და ცენტრის დირექტორმა, ასისტ. გიორგი ამირანაშვილმა მოაწერეს ხელი.