სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდა
2013-12-20
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებულ ლ. ტ.-ს საქმეზე განაჩენი გამოიტანა, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.
მსჯავრდებულს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, კერძოდ, ლ. ტ.-სა და ზ. კ.-ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც მსჯავრდებულმა ლ. ტ.-მ დანით, მოკვლის მიზნით, 4 -ჯერ მიაყენა ჭრილობა ზ. კ.-ს. დაზარალებულმა, მიიღო გულმკერდის უკანა ზედაპირზე სახიფათო ნაჩხვლეტი ჭრილობები.
მომხდარის შემდგომ, ლ. ტ. ადგილიდან მიიმალა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებული ლ. ტ. დამნაშავედ ცნო, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლებით, (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდგომ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში ცვლილება შევიდა. კონკრეტულად, 2008 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე მსჯავრდებულს გაუნახევრდა სასჯელის ვადა. საბოლოო სასჯელის ზომად ლ. ტ.-ს განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია