სასამართლოში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღება გაიმართა
2017-11-15
დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორთა მიღება გაიმართა. სტუდენტთა ახალი ნაკადი მომდევნო 6 თვის განმავლობაში სასამართლოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გაივლის სტაჟირებას.
სტაჟიორებს სასამართლოს მენეჯერი და სხვა სტრუქტურული ერთეულების უფროსები შეხვდნენ. მიულოცეს მათ შესარჩევ კონკურში გამარჯვება და იმედი გამოთქვეს, რომ მათი 6 თვიანი სტაჟირება სასამართლოში პროდუქტიული იქნება, როგორც მათი პიროვნული, ისე პროფესიული განვითარებისთვის.