სასამართლო ტური 174-ე სკოლის მოსწავლეებისთვის
2018-12-07
თბილისის საპელაციო სასამართლოს საგანმანათლებლო სასამართლოს ტურის პროექტის ფარგლებში, თბილისის 147-ე საჯარო სკოლის მე-IX კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები გაეცნენ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებს, სასამართლო სისტემას, მოსამართლის საქმიანობას, არასრულწლოვანთა უფლებებს. შემეცნებითი ხასიათის საგანმანათლებლო ტურის საშუალებით, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, უფრო ახლოს გაეცნონ სასამართლოს სტრუქტურის საქმიანობის სპეციფიკას.
შეგახსენებთ, სასამართლო ტურზე დარეგისტრირება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სამართლით დაინტერესებულ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო — მეორე ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს საჩივრებს პირველი ინსტანციის (რაიონული (საქალაქო)) სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოზე.

© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია