თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეცვალა
2019-06-03
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეცვალა

2019 წლის 03 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა სააპელაციო საჩივრების განხილვა ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე.
სააპელაციო სასამართლომ ცვლილება შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განაჩენში:
სასამართლომ არ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის განაჩენი იმ ნაწილში, რომ გ.ჯ.-მ ჩაიდინა დ.ს.-ის მხოლოდ მკვლელობის მცდელობა. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს, ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვან დ.ს.-ის განზრახ მკვლელობა ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ.-ს და ასევე სხვა დაუდგენელი პირის მიერ.
შესაბამისად სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ.ს.-ის მკვლელობა ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ.-ს მიერ, თუმცა არა გ.ბ.-სთან ერთად.
რაც შეეხება არასრულწლოვან გ.ბ.-ს, განაჩენი მის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს დაუმძიმა სასჯელები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად თითოეულს სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია