216-ე საჯარო სკოლის მოწავლეები სასამართლოში
2015-12-14
216-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბურო კვლავაც განაგრძობს სასამართლო ტურის პროექტს. ამჯერად, სასამართლომ 216-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებისთვის სასამართლო სისტემისა და მოსამართლის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის თანაშემწემ გოგა კუპრეიშვილმა. ტრადიციისამებრ, ტურის ბოლოს მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
ვრცლად
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრად სასამართლოში
2015-12-01
სასამართლო ტურის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ. სტუდენტებისთვის პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა ნინო მელაძემ, რის შემდეგაც მათ შეხვდა სასამართლოს მრჩეველი ბატონი კახა კობერიძე. ტრადიციისამებრ, სასამართლო ტურის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.
ვრცლად
სასამართლო ტური სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფის სტუდენტებისთვის
2015-11-13
თბილისის სააპელაციო სასამართლოს, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, არასამთვრობო ორგანიზაცია ,,სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფის" (LSP) იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ. ტურის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თათია ქვრივიშვილმა. პრეზენტაცია შეეხებოდა საქართველოს სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურასა და მოსამართლის საქმიანობის. ტურის ბოლოს, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. აღნიშნულ ორგანიზაციასთან თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს და მომავალშიც გეგმავს საამართლო ტურის გამართვას მათი სტუდენტებისათვის. შეგახსენებთ, რომ სასამართლო ტურზე დარეგისტრირება შეუძლია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სამართლით.
ვრცლად
სტუდენტები სასამართლოში
2015-11-06
სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ესტუმრნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფის" მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები. სტუდენტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსმა უჩა თოდუამ წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს სასამართლოების სისტემის, მოსამართლის როლისა და ძირითადი სამართლებრივი კონცეფციების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო ტური ყოველკვირეულად იმართება სკოლის მოსწავლეებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
ვრცლად
213-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად სასამართლოში
2015-10-29
2015 წლის 29 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში 213-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, არასრულწლოვანთა უფლებებისა და სამოსამართლო საქმიანობის შესახებ. პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები. ლექციის დასრულების შემდგომ, მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა და სხდომათა დარბაზები. სასამართლო ტურს უძღვებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თამარ ერგემლიძე.
ვრცლად
სტუდენტები თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2015-09-17
სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ესტუმრნენ საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (GISS) სტუდენტები. სტუდენტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსმა უჩა თოდუამ წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს სასამართლოების სისტემის, მოსამართლის როლისა და ძირითადი სამართლებრივი კონცეფციების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები. თბილისის სააპელაციო სასამართლო მოწოდებულია ხელი შეუწყოს ჩვენი საზოგადოების მართლშეგნების განვითარებას, სასამართლოს ცნობადობისა და მის მიმართ ნდობის გაძლიერებას.
ვრცლად
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია