ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი
2014-02-25
თბილისის სააპელაციო სასამართლო გაწევრიანდა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმში.
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი, ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership (OGP)) ეროვნული საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმია და შედგება საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
ღია მმართველობის ფუნდამენტური პრინციპებია: გამჭვირვალობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება, ტექნოლოგია და ინოვაცია.
ამჟამად ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.