თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2018-05-11
10 მაისს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.იმიტირებული პროცესის ფარგლებში, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი. პროცესის დასრულების შემდეგ, ჟიურიმ საუკეთესო მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განგრძობადი განათლების პროექტი 2011 წლიდან ხორციელდება და ხელს უწყობს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.
ვრცლად
კაზუსების ამოხსნის მეთოდიკა
2018-03-21
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას კურსზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში კურსის ხანგრძლივობა 36 საათი (10 სამუშაო დღე) სისხლის სამართალში კურსის ხანგრძლივობა 21 საათი და 30 წუთი (6 სამუშაო დღე) რეგისტრაციის დაწყება: 21 მარტი 2018 წელი რეგისტრაციის დასრულება: 10 აპრილი 2018 წელი სწავლების დაწყება: 17 აპრილი 2018 წელი დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/kazus ტელ: (+995 32) 238 11 61 მობ: (+995 599) 68 69 01 ელ-ფოსტა: info@hsoj.ge ვებ-გვერდი: www.hsoj.ge Facebook: https://www.facebook.com/hsoj.ge/ გთხოვთ გაითვალისწინოთ, ადგილები შეზღუდულია!
ვრცლად
სასამართლოსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
2018-03-15
14 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, ამჯერად თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტთან. მემორანდუმს უნივერსიტეტის პრორექტორმა კახი ყურაშვილმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა ვანო ბოლქვაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, სასამართლო უზრუნველყოფს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სასამართლო პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა სამართლებრივი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით.
ვრცლად
აღდგენითი მართლმსაჯულების ექსპერტთან კრისპა პელიკანთან შეხვედრა გაიმართა
2018-03-02
2 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღდგენითი მართლმსაჯულების საერთაშორისო ექსპერტი კრისტა პელიკა ეწვია. შეხვედრა განკუთვნილი იყო თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების ანალიტიკური რგოლების თანამშრომლებისთვის. ღონისძიებაზე განხილულ იქნა სასამართლო პრაქტიკის კრიმინოლოგიური კვლევისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესის კვლევის თავისებურებები, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებაზე მიმართული კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხები. შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) ინიციატივითა და ორგანიზებით.
ვრცლად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტთან
2018-02-06
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და უნივერსერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა სწავლების ხარისხის ამაღლებას. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსუტეტის რექტორმა ლევან ჯანგულაშვილმა და სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა ვანო ბოლქვაძემ. მემორანდუმის ფარგლებში, სასამართლო უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სასამართლო პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებაში. მემორანდუმით გათვალისწინებული პირობებით, სასამართლო უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, უზრუნველყოფილ სხდომის დარბაზებს უნივერსიტეტის მიერ იმიტირებული პროცესების ჩატარებისათვის, ასევე უზრუნველყოფს სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საქმეთა ანალიზების (ე.წ. Case Brief-ების) განთავსებასა და მათი შესაბამისი საქმის მოსამართლეებისათვის მიწოდებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორის, თავისუფალ უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ქართულ უნივერსიტეტთან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ხარისხიან განათლებას. დღევანდელი მდგომარეობით, სააპელაციო სასამართლოში 70-მდე სტუდენტი გადის სტაჟირებას.
ვრცლად
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
2018-01-15
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსზე: სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება სწავლების ადგილი: სწავლება განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ცენტრალურ ოფისსა (თბილისის ჯგუფი) და წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში (დასავლეთ საქართველოს ჯგუფი) სისხლის სამართლის მიმართულება სწავლების ადგილი: თბილისის ცენტრალური ოფისი რეგისტრაციის დაწყება: 15 იანვარი 2018 წ; რეგისტრაციის დასრულება: 3 თებერვალი 2018 წ; სწავლების დაწყება: 12 თებერვალი 2018 წ; დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/mosgamo ტელ: (+995 32) 238 11 61 მობ: (+995 599) 68 69 01 ელ-ფოსტა: info@hsoj.ge ვებ-გვერდი:www.hsoj.ge Facebook: www.facebook.com/hsoj.ge/
ვრცლად
კაზუსების ამოხსნის მეთოდიკა
2017-11-13
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას შემდეგ კურსზე: ✓ კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში კურსის ხანგრძლივობაა 36 საათი (მოიცავს შემაჯამებელ გამოცდას) ✓ კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში. კურსის ხანგრძლივობაა 21 საათი და 30 წუთი (მოიცავს შემაჯამებელ გამოცდას). რეგისტრაციის დაწყება: 13 ნოემბერი 2017 წ რეგისტრაციის დასრულება: 26 ნოემბერი. 2017 წ სწავლების დაწყება: 5 დეკემბერი 2017 წ. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ტელ: (+995 32) 238 11 61 მობ: (+995 599) 68 69 01 ელ-ფოსტა:info@hsoj.ge ვებ-გვერდი: www.hsoj.ge Facebook: https://facebook.com/hsoj.ge/
ვრცლად
შრომის სამართლის კურსი
2017-11-01
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას შემდეგ კურსზე: „შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, ეროვნული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა“. კურსის მიზანია, დაინტერსებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების სწორად დაგეგმვისა და წარმართვის სფეროში. რეგისტრაციის დაწყება: 1 ნოემბერი. 2017 წ რეგისტრაციის დასრულება: 20 ნოემბერი. 2017 წ სწავლების დაწყება: 27 ნოემბერი 2017 წ დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული. ტელ: (+995 32) 238 11 61 მობ: (+995 599) 68 69 01 ელ-ფოსტა: info@hsoj.ge ვებ-გვერდი: www.hsoj.ge www.facebook.com
ვრცლად
მედიაცია და დაგი (ADR)
2017-10-18
წარმოგიდგენთ საჯარო ლექციის ვიდეო ჩანაწერს თემაზე: "რატომ არის მედიაცია და დაგი (ADR) კრიტიკული თქვენი პროფესიული მომავლისათვის" საჯარო ლექციას კითხულობს ვიქტორ შახტერი - კანონის უზენაესობის მდგრადი ინიციატივების ფონდის (FSRI) დამფუძნებელი და დირექტორი. საჯარო ლექცია ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში 2017 წლის 3 ოქტომბერს. ღონისძიება ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ა(ა)იპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR), იურიდიული კომპანია “ჯეი ენდ თი ქონსალთინგისა“ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლობით.
ვრცლად
შრომის სამართალი (ვიდეო ჩანაწერი)
2017-10-13
წარმოგიდგენთ საჯარო ლექციის ვიდეო ჩანაწერს თემაზე: "შრომის სამართლის უნიფიკაცია და მოთხოვნაზე დაფუძნებული ეკონომიკის აღმავლობა" საჯარო ლექციას კითხულობს რიჩარდ ბეილსი - ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის კოლეჯის პროფესორი, დეკანი (2013-2016 წწ.). საჯარო ლექცია ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში 2017 წლის 10 ოქტომბერს. ღონისძიება გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ა(ა)იპ „თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის“, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით.
ვრცლად
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
2017-09-27
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსზე: - სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია რეგისტრაციის დაწყება: 28 სექტემბერი. 2017 წ რეგისტრაციის დასრულება: 8 ოქტომბერი 2017 წ სწავლების დაწყება: 16 ოქტომბერი 2017 წ დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/mosgamo ტელ: (+995 32) 238 11 61 მობ: (+995 599) 68 69 01 ელ-ფოსტა: info@hsoj.ge ვებ-გვერდი: www.hsoj.ge Facebook: www.facebook.com
ვრცლად
იმიტირებული პროცესი ,,ადამიანი და სამართალი
2017-04-25
8 და 9 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის "ადამიანი და სამართალი" ფინალური ტური ჩატარდა. გამარჯვებული გუნდის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან. ღონისძიება ორგანიზებული იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან და მხარს უჭერს მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას.
ვრცლად
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
2017-04-06
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას შემდეგ კურსებზე:  მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი (სამოქალაქო/ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით)  საპროცესო დოკუმენტების შედგენა და სასამართლოში წარმომადგენლობა (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით) რეგისტრაციის დაწყება: 7 აპრილი. 2017 წ სწავლების დაწყება: 1 მაისი, 2017 წ დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/ ტელ: (+995 32) 238 11 61 მობ: (+995 599) 68 69 01 ელ-ფოსტა: info@hsoj.ge ვებ-გვერდი: www.hsoj.ge Facebook: https://www.facebook.com/hsoj.ge/
ვრცლად
კარი ტაპიოლას საჯარო ლექცია
2017-03-09
2017 წლის 2 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის თანაორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერით, გაიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სპეციალური მრჩევლის, კარი ტაპიოლას, საჯარო ლექცია თემაზე: "შრომის საერთაშორისო სტანდარტების როლი სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერებაში". წარმოგიდგენთ აღნიშნული საჯარო ლექციის ვიდეო ჩანაწერს.
ვრცლად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2016-12-15
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, ამჯერად იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრთან. მემორანდუმის მიზანია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება სასამართლოსა და ცენტრს შორის. სასამართლო გამოყოფს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას, უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრს სხდომის დარბაზებით იმიტირებული პროცესების ჩატარებისათვის, ასევე მხარს დაუჭერს ცენტრს საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ ნინო ლიპარტიამ. შეხვედრის ბოლოს იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრმა მადლობის სიგელი გადასცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან სტუდენტთა პრაქტიკული ცოდინის ამაღლების მიზნით.
ვრცლად
საჯარო ლექცია თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში
2016-10-24
21 ოქტომბერს, თბილისის სასწავლო უნივერსისტეტის მიწვევით საჯარო ლექცია გამართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლებმა. სალექციო თემას წარმოადგენდა სამართლიანი სასამართლოს უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს და აქტიურად მონაწილეობს ყველა იმ პროექტში, რომელიც ხელს უწყობს მომავალი თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.
ვრცლად
მიღება სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე
2016-10-04
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აგრძელებს მიღებას სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე. კურსი განკუთვნილია, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირთათვის, რომლებმაც 21 წლის ასაკს მიაღწიეს და ფლობენ სახელმწიფო ენას. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 2 თვიანია, რომლის ღირებულება შეადგენს 800 ლარს. კანდიდატებს საბუთების შეტანა შეუძლიათ, 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით. მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა N19. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.HSOJ.ge დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ: (995 32) 2 38 11 61
ვრცლად
ლიდერობა და მენეჯმენტი, V სესია
2016-03-15
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები და მენეჯერული პოზიციის მქონე საჯარო მოხელეები 2016 წლის 6-11 მარტს იმყოფებდნენ გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, სადაც მონაწილეობა მიიღეს გაცვლით ვიზიტში, რომელიც მიეძღვნა მართლმსაჯულების სისტემაში ლიდერობისა და მენეჯმენტის სახელმძღვანელოს შექმნას. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სემინარი ლიდერობასა და მენჯმენტში. სემინარს უძღვებოდნენ გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb Academy) ექსპერტები: ჰანს რიგერი და პატრიცია სუვაი. ვიზიტის მონაწილეები ასევე ესტუმრნენ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის იუსტიციის აკადემიას და ქალაქ ესსენის სასამართლოს. შეხვედრების მონაწილეებმა იმსჯელეს მართლმსაჯულების ეფექტიანი ორგანიზების, ცვლილებების მართვის, მოხელეთა მოტივირებისა და ლიდერობისა და მენეჯმენტის არაერთ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე. თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ტრეინინგის ჩატარების ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერისთვის.
ვრცლად
169-ე სკოლის მოსწავლეების იმიტირებული პროცესი
2016-01-05
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 169-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც სამართლის საფუძვლები თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტებმა შეასწავლეს, სამართლის კლინიკის ფარგლებში. თბილისის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს საგანმანათლებლო ღონისძიებებს და მუდამ მზად არის ხელი შეუწყოს მსგავსი სახის შეჯიბრებიბისა თუ სხვა ღონისძიებების გამართვას.
ვრცლად
2015 წლის ბოლო იმიტირებული პროცესი სააპელაციო სასამართლოში
2015-12-30
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლისათვის ბოლო იმიტირებულ პროცესს უმასპინძლა. 28 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალეას" (ახალგაზრდა ლიდერთა ეროვნული ასოციაცია) ორგანიზებით ჩატარდა მოდელირებული სასამართლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოერგოთ სასამართლო პროცესის მონაწილეთა როლები და პრაქტიკულად გაცნობოდნენ თითოეული პროფესიის წარმომადგენლის პასუხისმგებლობებს. თბილისის სააპელაციო სასამართლო სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, იმიტირებული პროცესების ფორმატით და სხვა არაერთი ღონიძიების ფარგლებში მზადყოფნას გამოთქვამს გააგრძელოს მხარდაჭერა საგანმანათლებლო პროექტებისადმი.
ვრცლად
იმიტირებული პროცესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ორგანიზებით
2015-12-24
თბილისის სააპელაციო სასამართლო აგრძელებს უკვე ტრადიციად ქცეულ მხარდაჭრას საგანმანათლებლო პროექტებისადმი. ამჯერად, ამავე სასამართლოს მოსამართლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის - ქალბატონი თამარ ზამბახიძის ორგანიზებით, სასამარლოში ჩატარდა იმიტირებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებმა სამოქალაქო სამართლებრივი კაზუსი სააპელაციო ინსტანციისათვის დაგდენილი სამართალწარმოების წესით განიხილეს. თბილისის სააპელაციო სასამართლო ღიაა მსგავსი ინიციატივებისათვის და მზადყოფნას გამოთქვამს შემდგომშიც შეუწყოს ხელი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
ვრცლად
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია