107-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სასამართლოში
2015-05-29
28 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 107-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. სასამართლო ტურის ფარგლებში მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თათია ქვრივიშვილმა. პრეზენტაცია შეეხებოდა საქართველოს სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დანიშნულებას, მოსამართლის როლს, არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებს. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დასასრულს განხილულ იქნა რამდენიმე კაზუსი. ტურის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, სასამართლო ტური პერმანენტულად იმართება როგორც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, აგრეთვე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
ვრცლად
ELSA-ს სტუდენტების იმიტირებული პროცესი სასამართლოში
2015-05-25
24 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ევროპის იურისტ ტუდენტთა ასოციაციის (ELSA) წევრ სტუდენტთა იმიტირებული პროცესის ნახევარფინალი გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები. გამარჯვებული გუნდები ურეკში გაემგზავრებიან, სადაც გაიმართება ფინალი და გამარჯვებულების დაჯილდოება. თბილისის სააპელაციო სასამართლო, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან სტუდენტების განათლების ხელშეწყობის კუთხით და ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს მსგავს წამოწყებებს.
ვრცლად
ევროპული სკოლის მოსწავლეები სასამართლოში
2015-05-19
ბილისის სააპელაციო სასამართლოს, თავმჯდომარის ბიუროს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, ,,ევროპული სკოლის" მოსწავლეები ეწვივნენ. სასამართლო ტურის ფარგლებში მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია თავმჯდომარის თანაშემწემ გოგა კუპრეიშვილმა გამართა. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლოსა და მოსამართლეთა საქმიანობას, საქმეთა განხილვის წესს. ტურის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.
ვრცლად
156-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასამართლოში
2015-05-08
თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თავმჯდომარის ბიუროს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, 156-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. სასამართლო ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის, სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და კოლეგიის საქმიანობის, მოსამართლეთა როლის შესახებ. პრეზენტაციის შემდგომ მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
ვრცლად
საია-ს იმიტირებული პროცესი სასამართლოში
2015-04-29
26 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი გამართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. პროცესში საია -ს იურიდიული დახმარების ცენტრის თანაშემწეებმა მიიღეს მონაწილეობა. თბილისის სააპელაციო სასამართლო, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან მომავალი იურისტების განათლების ხელშეწყობის კუთხით. სასამართლო მიესალმება ყველა ამგვარ საინტერესო პროექტს და მზადაა აქტიურად ჩაერთოს მსგავს წამოწყებებში.
ვრცლად
კავკასიის ადვოკატთა სკოლის იმიტირებული პროცესი
2015-04-28
25 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფინალური იმიტირებული პროცესი გამართა კავკასიის ადვოკატთა სკოლამ. პროცესზე სამოქალაქო სამართლის საქმე განიხილეს მომავალმა ადვოკატებმა. შეჯიბრების ბოლოს კი სერტიფიკატები გადაეცათ.
ვრცლად
213-ე სკოლის მოსწავლეები სასამართლოში
2015-04-24
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში ტაბახმელის 213-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სასამართლო ტური გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თათია ქვრივიშვილმა. მოსწავლებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, არასრულწლოვანთა უფლებებისა და სამოსამართლო საქმიანობის შესახებ.პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა აგრეთვე, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები. ლექციის დასრულების შემდგომ, მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს. შეგახსენებთ, რომ სასამართლო ტურზე დარეგისტრირება შეუძლიათ როგორც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, აგრეთვე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსაც.
ვრცლად
სასამართლო ტური სკოლის მოსწავლეებისთვის
2015-04-08
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურომ განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში 118-ე სკოლის მოსწავლეებისათვის სასამართლო ტური გამართა. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, არასრულწლოვანთა უფლებებისა და სამოსამართლო საქმიანობის შესახებ. პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა აგრეთვე, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები. ლექციის დასრულების შემდგომ, მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
ვრცლად
169-ე სკოლის მოსწავლეები სააპელაციო სასამართლოში
2015-03-13
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში 169-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, არასრულწლოვანთა უფლებებისა და სამოსამართლო საქმიანობის შესახებ. პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები. სიახლეა ისიც, რომ სასამართლო ტურს დაემატა ერთი საინტერესო რუბრიკა: „ ამოხსენი კაზუსი“; ტურის ფარგლებში მოსწავლეები ისმენენ კაზუსს საბავშვო-სახალისო სამართლის წიგნიდან „სამართლის ქალაქი“ - სანამ ისინი კაზუსის პასუხს გაიგებენ თავად ცდილობენ კაზუსს სამართლებრივი დასაბუთება მოუძებნონ. ლექციის დასრულების შემდგომ, მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
ვრცლად
ქართულ-ამერიკული სკოლა ,,ლოგოსი" სტუმრად სასამართლოში
2015-01-23
22 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთი სასამართლო ტური ქართულ-ამერიკული სკოლა ,,ლოგოსის" მოსწავლეებისათვის გამართა. მსმენელებისათვის პრეზენტაცია ჩაატარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თამარ ერგემლიძემ, რის შემდეგაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს ბატონ ლევან თევზაძეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სასამართლო ტურის ბოლოს მოსწავლეებმა სააპელაციო სასამართლოს შენობა დაათვალიერეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო პერმანენტულად მართავს სასამართლო ტურს, როგორც სკოლის მოსწავლეებისათვის, აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. აღნიშნულ შემეცნებით ტურზე დასწრების მსურველებს კი შეუძლიათ დარეგისტრირდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე სასამართლო ტურის კატეგორიაში.
ვრცლად
გიორგი სვანაძის საჯარო ლექცია
2014-12-30
თბილისის სააპელაციო სასამართლო, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ, გიორგი სვანაძის საჯარო ლექციას თემაზე: საერთაშორისო სამოქალაქო, საპროცესო და საერთაშორისო კერძო სამართლის აქტუალური საკითხები.
ვრცლად
180-ე სკოლის აღსაზრდელები სტუმრად სააპელაციო სასამართლოში
2014-11-28
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში 180-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიას და მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, არასრულწლოვანთა უფლებებისა და სამოსამართლო საქმიანობის შესახებ. მოსამართლე თამარ ალანიამ საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში ისაუბრა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მოსწავლეებს გააცნო სასამართლო პრაქტიკის თავისებურებანი, კანონის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდები და სხვა... პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ლექციის დასრულების შემდგომ, სტუდენტებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს, იხილეს სხდომათა დარბაზები და მოსამართლეების როლიც კი მოირგეს მცირე ხნით. თბილისის სააპელაციო სასამართლო, ყოველკვირეულად მასპინძლობს როგორც მოსწავლეებს ასევე სტუდენტებს, სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო მუდმივად ცდილობს მიიტანოს ცოდნა ახალგაზრდებამდე რითაც ხელს უწყობს სამართლებრივი განათლების გაძლიერებას საზოგადოებაში.
ვრცლად
გიორგი თუმანიშვილის ლექცია
2014-11-19
18 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, თავმჯდომარის ბიუროსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ELSA ინიციატივით, გაიმართა სამართლის დოქტორის გიორგი თუმანიშვილის ლექცია თემაზე: "ნაფიც მსაჯულობა - უფლება თუ მოვალეობა". ლექციის მსვლელობისას განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ნაფიც მსაჯულთა დანიშვნის წინაპირობები და პროცედურები, თუ რა შემთხვევაში ხდება ნაფიც მსაჯულთა მოწვევა და როგორ ხდება ბაზის შედგენა.
ვრცლად
,ლიდერთა სკოლის' მოსწავლეები სტუმრად სასამართლოში
2014-10-24
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ,,ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებს უმასპინძლა. სასამართლო ტურის ფარგლებში მსმენელთათვის პრეზენტაცია გამართა მოსამართლის თანაშემწე ლიკა ჭიღლაძემ, მოსწავლეებმა აგრეთვე განიხილეს რამდენიმე კაზუსი და იმსჯელეს. რის შემდეგაც, ისინი შეხვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ქალბატონ თამარ ალანიას. ტურის ბოლოს კი დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებები თბილისის სააპელაციო სასამართლოში მომავალშიც იგეგმება. მსურველებს (დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა და იურიდიული ფაკულეტეტის სტუდენტებს) შეუძლიათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე სასამართლო ტურის კატეგორიაში გაიარონ რეგისტრაცია და მათთვის სასურველ დღეს, სასამართლო ტურის ფარგლებში, ეწვივნონ თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
ვრცლად
სტუდენტები სტუმრად სასამართლოში
2014-10-23
22 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტუმრად ეწვივნენ აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 1-ლი კურსის სტუდენტები. სასამართლო ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე შორენა ყაველაშვილს. აღნიშნული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ტურის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებები თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავმჯდომარის ბიუროს ინციატივით პერმანენტულად ხორციელდება, რაც ახალგაზრდებს შორის სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ვრცლად
გიორგი სვანაძის საჯარო ლექცია
2014-10-22
განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ,,საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო და საერთაშორისო კერძო სამართლის აქტუალური საკითხები ქართულ იურიდიულ პრაქტიკაში". ლექციას უძღვებოდა სამართლის დოქტორი გიორგი სვანაძე. ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულების დადება, საერთაშორისო პროცესი და მისი გავლენა საერთაშორისო ბიზნეს დავებზე, უცხო ქვეყნის სასამართლოთა გადაწყვეტილებების საქართველოში ცნობა და სხვ. თბილისის სააპელაციო სასამართლო განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში საზოგადოებას მომავალშიც ბევრ საინტერესო ლექციასა და სემინარს შესთავაზებს.
ვრცლად
შალვა ქურდაძის საჯარო ლექცია (ვიდეო)
2014-10-15
განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროსა და "კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS-ის" ინიციატივით პროფესორ შალვა ქურდაძის საჯარო ლექცია გაიმართა. ვიდეომასალის სანახავად გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
ვრცლად
გადაწყვეტილების დასაბუთება
2014-10-09
სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საქმეზე 2ბ/2997-14 (2014-07-17) გადაწყვეტილებაში განხილული თემებია: ● გადაწყვეტილების დასაბუთება; ● კერძო საჩივარი; გადაწყვეტილება განმარტავს: ● სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე (განჩინების შინაარსი) 420-ე (კერძო საჩივრის განხილვის წესი) და ამავე კოდექსის 394-ე (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები) მუხლებს. ლიტერატურის სანახავად გადადით ქვემოთ მითითებულს ბმულზე.
ვრცლად
სტუდენტები სტუმრად სააპელაციო სასამართლოში
2014-10-06
განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ( ELSA) წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები შეხვდნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძესა და თავმჯდომარის ბიუროს მრჩველს კახაბერ კობერიძეს. სტუდენტებმა მოისმინეს სემინარი, სასამართლო სისტემის, სასამართლო პრაქტიკის და სამოსამართლო გამცდილების შესახებ. მოსამართლე ლევან თევზაძემ საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში ისაუბრა სისხლის სამართლის თავისებურებებსა და სირთულეებზე, სტუდენტებს გააცნო სასამართლო პრაქტიკის თავისებურებანი, კანონის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდები და სხვა. სემინარი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ლექციის დასრულების შემდგომ, სტუდენტებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს. თბილისის სააპელაციო სასამართლო მიესალმება ნებისმიერ ინიციატვიას, რომელიც ახალგაზრდებს შორის ცოდნის გაღმავებას უწყობს ხელს, სწორედ ამ მიზნით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით არაერთი საგანმანათლებლო პროქტი ხორცილედება, როგორც სტუდენტებისათვის ასევე მოსწავლეებისთვის.
ვრცლად
შალვა ქურდაძის საჯარო ლექცია
2014-09-26
განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროსა და "კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS-ის" ინიციატივით პროფესორ შალვა ქურდაძის საჯარო ლექცია გაიმართა. სალექციო თემა იყო: "I ინსტანციით სამოქალაქო საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესების გამოყენება სააპელაციო სასამართლოში". ლექციამ 2 საათს გასტანა, მის ფარგლებში განხილული იყო სამოქალაქო სამართლის პროცესის პრობლემატური საკითხები. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლო განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში საზოგადოებას ბევრ საინტერესო ლექციასა და სემინარს სთავაზობს, როგორც ქართველი ასევე უცხოელი პროფესორების ხელმძღვანელობით.
ვრცლად
იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალი
2014-06-30
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა იმიტირებული პროცესების ოლიმპიადის ფინალი შედგა. ტექნიკურ უნივერსიტეტში, იმიტირებული პროცესების ოლიმპიადა სამართლის ყველა კურსის სტუდენტებს შორის ტარდება. მის ფარგლებში სტუდენტური ჯგუფები ერთმანეთს კაზუსების ამოხსნაში და სამართლებრივი ცოდნის დემონსტრირებაში ეჯიბრებიან, გუნდებს ჰყავთ მწვრთნელები, რომლებიც სტუდენტებს წარმატებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს უვითარებენ. თბილისის სააპელაციო სასამართლო, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან სტუდენტების განათლების ხელშეწყობის კუთხით. სასამართლო მიესალმება ყველა ამგვარ საინტერესო პროექტს და მზადაა აქტიურად ჩაერთოს მსგავს წამოწყებებში.
ვრცლად
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია