მემორანდუმის გაფორმება
2014-05-19
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შედგა. მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა სწავლების ხარისხის ამაღლებას. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა სოლომონ პავლიაშვილმა და სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა. მემორანდუმის ფარგლებში, სასამართლო დაეხმარება უნივერსიტეტის სტუდენტებს სასამართლო პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებაში. ამავდროულად სასამართლო საჭიროებისამებრ გამოყოფს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას ადვოკატთა სკოლისსათვის, ასევე უზრუნველყოფილ სხდომის დარბაზებს იმიტირებული პროცესებისათვის და ა.შ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან. საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებთან, რითაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პრაქტიკული ცოდინის ამაღლებას.
ვრცლად
შოთა ფაფიაშვილის საჯარო ლექცია
2014-05-06
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შოთა ფაფიაშვილის საჯარო ლექციას უმასპინძლა. პროფესორმა წაიკითხა ლექცია კრიმინალისტიკისა და სისხლის სამართლის პროცესის აქტუალური საკითხების შესახებ. იგი შეეხო ისეთ თემებს როგორიცაა: მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებები და სხვა. ლექცია კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლექცია-სემინარები განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში სისტემატურად ტარდება, ლექციები ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ვრცლად
შეჯიბრის “დანაშაული და სამართალი” ფინალი სააპელაციო სასამართლოში
2014-05-05
2014 წლის 4 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრის “დანაშაული და სამართალი” ფინალი გაიმართა. ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგნენ მე-7 და მე-10 გუნდები.გამარჯვება მე-10 გუნდმა მოიპოვა. ფინალის მსვლელობისას ასევე გამოვლინდა: საუკეთესო ბრალმდებელი - მარიამ ორჟონია, საუკეთესო დამცველი - თამარ აბულაძე, საუკეთესო მოწმე - ნანა მაისურაძე ფინალში გუნდებს აფასებდნენ:რენატა ვინტერი, სიერა-ლეონეს სპეციალური საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი; დავით სულაქველიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი; ქეთევან ჩომახაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. გამარჯვებული გუნდის წევრები თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ ინდივიდუალურ გრანტს 1,500 ლარის ოდენობით და გაემგზავრებიან ვიზიტით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ქ. ჰააგაში, ჰოლანდია; მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ ინდივიდუალურ გრანტს 1,000 ლარის ოდენობით. აქვე შეგახსენებთ, რომ სამართლებრივი ოლიმპიადა: "დანაშაული და სამართალი"-ის, მეოთხედფინალისა და ნახევარინალის ჟიურის წევრები სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეები იყვნენ. გელა ბადრიაშვილმა, მაია ივანიძემ, შორენა ყაველაშვილმა, მაია თეთრაულმა და ლევან თევზაძემ შეჯიბრის ფარგლებში მონაწილეთა მომზადების დონე და სამართლებრივი ცოდნა შეაფასეს. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ განსაკუთრებულ მადლობას გადაუხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეჯიბრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისათვის.
ვრცლად
მოსწავლეები სტუმრად სააპელაციო სასამართლოში
2014-05-01
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, გარდაბნის, დმანისის და მარნეულის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ივანიძეს და მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის შესახებ. მოსამართლე მაია ივანიძემ საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში ისაუბრა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, სტუდენტებს გააცნო სასამართლო პრაქტიკის თავისებურებანი, კანონის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდები და სხვა... პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ლექციის ბოლოს კი მოსამართლე მაია ივანიძემ მოსწავლეებს წიგნები უსახსოვრა. ლექციის დასრულების შემდგომ, სტუდენტებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ მემორანდუმი გააფორმა
2014-04-30
„კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS”-სა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შედგა. მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და ადვოკატთა სკოლა შორის მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა სწავლების ხარისხის ამაღლებას. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ადვოკატთა სკოლის დირექტომა ზურაბ ჭყონიამ და სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა. მემორანდუმის ფარგლებში, სასამართლო დაეხმარება ადვოკატთა სკოლის სტუდენტებს სასამართლო პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებაში. ამავდროულად სასამართლო საჭიროებისამებრ გამოყოფს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას ადვოკატთა სკოლისსათვის, ასევე უზრუნველყოფილ სხდომის დარბაზებს იმიტირებული პროცესებისათვის და ა.შ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან. საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებთან, რითაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პრაქტიკული ცოდინის ამაღლებას.
ვრცლად
წიგნები საჩუქრად
2014-04-03
საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიულმა ასოციაციამ (GCEPA) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მრავალფეროვანი იურიდიული თემატიკის 45 გამოცემა. ეს გამოცემებია:
ვრცლად
პოლონელი სტუდენტების ვიზიტი სააპელაციო სასამართლოში
2014-03-26
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით საქართველოში მყოფ პოლონელ სტუდენტებს უმასპინძლა. ვიზიტით ფარგლებში, სტუდენტებისათვის ჩატარადა ლექცია/პრეზენტაცია, რომლის ფარგლებში განხილული იქნა სასამართლო სისტემა, სასამართლოს ტიპები, მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სხვა მრავალი. ლექციის ფარგლებშივე მოხდა, საქართველოს და პოლონეთის მართლმსაჯულების სისტემებს შორის პარალელების გავლება და მათი განხილვა, გაანალიზება. ვიზიტის მეორე ეტაპზე, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, სასამართლო დარბაზები, კანცელარია და უსაფრთხოების ოთახები. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა პოლონელი სტუდენტების ქართული სამართლებრივი სისტემის გაცნობას. მათთვის პიროვნული და პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. პოლონელი სტუდენტები საქართველოში იმყოფებოდნენ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA) მოწვევით. აქვე შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში მსგავსი ტიპის შემეცნებითი ტურები მუდმივად იმართება და მათზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.
ვრცლად
ბათუმელი სტუდენტები სტუმრად თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2014-03-07
თბილისის სააპელაციო სასამართლოს, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები შეხვდნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს: შორენა ყაველაშვილს, მაია ივანიძეს, თამარ ზაბახიძეს, ლეილა მამულაშვილს და თავმჯდომარის მრჩეველს კახა კობერიძეს. მოსამართლეებმა საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში, სტუდენტებს გააცნეს სასამართლო პრაქტიკის თავისებურებანი, კანონის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდები, განხილული იქნა, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ლექციის ბოლოს კი მოსამართლეებმა პრაქტიკული რჩევები მისცეს მომავალ იურისტებს. ლექციის დასრულების შემდგომ, სტუდენტებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
ვრცლად
საჯარო ლექცია კაზუსის ამოხსნის მეთოდიკაში
2014-02-24
განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი თუმანიშვილმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაატარა ლექცია სახელწოდებით: "კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა". ლექციის ფარგლებში განხილული იყო სისხლის სამართალში კაზუსის ამოხსნის ორი სტილი: განაჩენისა და დასკვნის სტილი. ლექციაზე შესრულდა პრაქტიკული დავალებები, ამოიხსნა კაზუსები ახალი მეთოდიკით, რასაც მოჰყვა დისკუსია.
ვრცლად
მე-100 სკოლის მოსწავლეები თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2014-02-21
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვიზიტად მყოფი მოსწავლეების უმეტესობას, სისხლის სამართალი აინტერესებს. მომავალი იურისტები ფიქრობენ, რომ სისხლის სამართალი ყველაზე საინტერესო და შემოქმედებითი დარგია, განსაკუთრებით ხიბლავთ კრიმინალისტიკა. პრეზენტაციის დროსაც, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს თანამშრომლები მათთვის მართავენ, უმეტეს კითხვებს სწორედ, სისხლის სამართალთან დაკავშირებით სვამენ. სასამართლოში სტუმრად მყოფი მე-100 სკოლის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გამოდგა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც ახლა ინერგება საქართველოში, ამ შემთხვევაშიც მოსწავლეების აზრი უმეტეს წილად ორად გაიყო, ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მის არსებობას, ნაწილი კი სიამოვნებით იხილავდა საკუთარ თავს ნაფიც მსაჯულთა შორის. მოსწავლეების ვიზიტები, რომელიც ყოველკვირეულად ეწყობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათისაა, ვიზიტორები ისმენენ პრეზენტაციას შემდგომ კი ათვალიერებენ სასამართლოს შენობას. სასამართლო ტურები განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში ეწყობა და ნებისმიერ მსურველს შეუძილია მასში მონაწილეობა.
ვრცლად
ქეთევან მესხიშვილის საჯარო ლექცია
2014-02-18
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მეხსიშვილმა, სააპელაციო სასამართლოში, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში ლექცია წაიკითხა. "ფულადი ვალდებულების შესრულება" - ასე ეწოდება ლექციას, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა ორ მთავარ საკითხზე: სამომხმარებლო კრედიტი და ფულადი ვალდებულების შესრულება. განხილული იქნა სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლი, რომელიც სამომხმარებლო კრედიტს აწესრიგებს. ამ თემის ირგვლივ საუბარი იყო მუხლის მოქმედების ფარგლებზე, სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულების ფორმაზე, სუბიექტებსა (კრედიტის გამცემი, კრედიტის მიმღები და გამყიდველი) და შესაგებლის უფლებაზე. ასევე აღსანიშნავია, განხილული სამოქალაქო კოდექსის 383-ე, 386-ე, 387-ე მუხლები (ანუ ფულადი ვალდებულების ცნება, ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი, ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა) და ასევე 389-ე მუხლი, ფულადი ვალდებულების გადახდა ერთეულის კურსის შეცვლისას. ამ თემის ფარგლებში საუბარი იყო ნომინალიზმის პრინციპზე (თუ რამდენად იცავს ეს მუხლი ნომინალიზმის პრინციპს, როგორია სასამართლო პრაქტიკა ამ კუთხით, როგორ უნდა განიმარტოს ეს მუხლი), კურსთა ცვლილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, ფულის ერთეულის (კურსის) ცვლილებაზე, როგორც მხარეთა რისკის დასაშვები ფარგლებზე, ვალუტის ცვლილებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლექცია-სემინარები განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში სისტემატიურად ტარდება, ლექციები ღიაა და მასზე დასწრება ნემისმიერ მსურველს შეუძლია.
ვრცლად
ოთარ გამყრელიძის საჯარო ლექცია
2014-02-18
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამართლის პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ ჩაატარა ლექცია სახელწოდებით: "საზოგადოებრივი საშიშროებისა და მართლწინააღმდეგობის ურთიერთმიმართების პრობლემა". ლექციაზე ოთარ გამყრელიძემ ასევე მიმოიხილა, ქართული სამართალი და მოიგონა თინათინ წერეთლის ღვაწლი ქართული სამართლის სკოლის ჩამოყალიბებაში. ლექციამ 2 საათი გასტანა და ის კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლექცია-სემინარები განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში სისტემატურად ტარდება, ლექციები ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ვრცლად
სამართლებრივი ოლიმპიადის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ
2014-01-31
29 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟორებისთვის მოეწყო სამართლებრივი ოლიმპიადა "კაზუსის ამოხსნის მეთოდიკაში". თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა ვალერი ცერცვაძემ, სიტყვით მიმართა სტაჟიორებს, მიულოცა მათ წარმატებული გამოსვლა და ისაუბრა მსგავსი ინტელექტუალური შეჯიბრებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შეხვედრის ბოლოს შეჯიბრის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი ოლიმპიადაში აქტიური მონაწილეობისათვის.
ვრცლად
ვახუშტი მენაბდის საჯარო ლექცია
2014-01-31
30 იანვარს განგრძობადი პროექტის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მე-12 სხდომის დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე" ლექციას უძღვებოდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის დირექტორი - ვახუშტი მენაბდე. საჯარო ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების კომპეტენციების გამიჯვნასთან, ნორმათა ერთვაროვან ინტერპრეტაციასთან და საკონსტიტუციო წარდგინების ინსტიტუტთან მიმართებით
ვრცლად
საჯარო გაკვეთილი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში
2014-01-30
29 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, მოსამართლე ლაშა კალანდაძემ და სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ხელმძღვანელმა უჩა თოდუამ ნიუტონის თავისუფალი სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს საჯარო გაკვეთილი მოსამართლის სტატუსისა და დამოუკიდებლობის, სასამართლოს ატრიბუტიკის, საქართველოს სასამართლოების სისტემისა და ადამიანის ბუნებითი უფლებების შესახებ. საჯარო გაკვეთილი ჩატარდა ინტერაქტიული მეთოდით - მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაესვათ და პასუხი მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე, ემსჯელათ, დაეფიქსირებინათ საკუთარი ხედვა და მოსაზრებები.
ვრცლად
ზვიად გაბისონიას საჯარო ლექცია
2013-12-20
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ზვიად გაბისონიას ლექცია გაიმართა თემაზე: "უცხოური იურიდიული პირების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა".
ვრცლად
სტუდენტები სასამართლოში
2013-12-13
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტუმრად იმყოფებოდნენ, გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები. სტუდენტებმა მოისმინეს თავმჯდომარის ბიუროს თანამშრომელთა პრეზენტაციები, სასამართლო ხელისუფლებისა და სასამართლო საქმიანობის შესახებ. სტუდენტებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, სასამართლო პრაქტიკამ სისხლის სამართლის საკითხებთან დაკავშირებით. ტური სასამართლოში, შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
ვრცლად
პრეზენტაცია, სტრასბურგის სასამართლოს და HUDOС-ის სისტემას შესახებ
2013-12-11
პრეზენტაცია შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩამოყალიბებისა და შექმნის ისტორიას, ასევე, საჩივრის წარდგენასა და საქმის განხილვის წესს. პრეზენტაციის ფარგლებში აგრეთვე, ნაჩვენები იყო ვიდეო ევროპული სასამართლოს შესახებ.პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მის ბოლოს კი შედგა დისკუსია. შეგახსენებთ, რომ პრეზენტაციები და ტრეინინგები, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
ვრცლად
სასამართლო ტური სკოლის მოსწავლეებისთვის
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტურის მსურველთა რაოდენობა დღღითი დღე იზრდება. მოსწავლეები და სტუდენტები არა მხოლოდ დედაქალაქიდან არამედ, რეგიონებიდანაც ჩამოდიან სასამართლო ტურში მონაწილეობის მისაღებად. სასამართლო ტურებზე, რომელიც განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში ტარდება მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მარტივი რეგისტრაციით გავლით ადვილად შძლებთ თქვენთვის ხელსაყრელი გრაფიკისა და დროის შერჩევას. ტურზე მოსულ ყველა სტუმარს, მე-100 სკოლის მოსწავლეების მსგავსად, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს უკვე მეორედ ეწვივნენ, ტურის ფარგლებში საინტერესო ლექცია და სასამართლო შენობის დათვალიერება ელის.
ვრცლად
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია