გირაოს გადახდისათვის დაწესებული ვადის დარღვევა
2015-04-02
"დადგენილ ვადაში გირაოს თანხის გადაუხდელობის ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შესახებ სასამართლოში შუამდგომლობის აღძვრამდე პროკურორი ვალდებულია გამოარკვიოს გარემოებები, თუ რამ გამოიწვია გირაოს თანხის გადაუხდელობა, სახეზეა გირაოს თანხის წინასაწარგანზრახული, შეგნებული არგადახადა, თუ ადგილი აქვს ობიექტურ მიზეზთა გამო გადახდის შეუძლებლობას. იგივე საკითხები უნდა შეაფასოს მოსამართლემ გიაროს გადაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის განხილვა-გადაწყვეტისას. წინააღმდეგ შემთხვევაში გიაროს გამოყენება შეიძენს ფორმალურ ხასიათს და რეალურად სახეზე გვექნება გირაოს ფორმალური გამოყენებით ე. წ. „შეფარული პატიმრობის“ მიზნის მიღწევა, ანუ გირაოს იმ ოდენობით გამოყენება, რომელსაც ვერ გადაიხდის ბრალდებული და შეაფრულად იქნება მიღწეული მის მიმართ პატიმრობის გამოყენების მიზანი გირაოს გადაუხდელობის გამო." სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის ომარ ჯორბენაძის 2015 წლის 8 იანვრის განჩინება 1გ/19. განჩინებაში განხილული თემებია: • გირაო • ქონებაზე ყადაღის დადება. განჩინებაში განმარტებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლი (გირაო).
ვრცლად
არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება
2015-03-09
,,სასამართლომ და სამართალდამცავმა ორგანოებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ ის, რომ არასრულწლოვანი საზოგადოების ჯგუფის წევრს წარმოადგენს, მისი განვითარება დამოკიდებულია ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მათი ზეგავლენის ერთგვარი შედეგია, ხოლო თავად არასრულწლოვანი ძალიან მგრძნობიარეა მის გარშემო არსებული ემოციური კლიმატის და მიმდინარე მოვლენების მიმართ. ზოგადად, არასრულწლოვან დამნაშავეებს, გამონაკლისის გარდა, სრულწლოვან დამნაშავეთაგან განსხვავებით, არ შეუძლიათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ხარისხის მთლიანად სრულყოფილად გაცნობიერება, რაც ზოგიერთი მოზარდის მცირე ასაკის ან არასაკმაო ინტელექტუალური მომზადების ან გამოუცდელობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ (სასამართლომ, პროკურატურამ) პოზიტიური როლი ითამაშოს არასრულწლოვანი დამნაშავე პირების ხელახალი აღზრდისათვის ხელის შეწყობასა და მათი რესოციალიზაციის მიზნით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება (რომელიც მართალია არის სავსებით კანონიერი ქმედება იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელმაც მიაღწია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩაიდინა დანაშაული) და აღკვეთის ღონისძიების ეტაპზე კონკრეტული ფორმის შერჩევა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით და გამოყენებული, ნებისმიერი ღონისძიება ყველა შემთხვევაში იყოს მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების თანაზომიერი (პროპორციული), ხოლო უპირატესობა ყოველთვის მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას, რათა უპირველესად გათვალისწინებული იქნას არასრულწლოვნის მომავალში სათანადოდ აღზრდისა და მისი საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბების შესაძლებლობა." სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძის 2015 წლის 25 თებერვლის განჩინება 1გ/178-15. განჩინებაში მოსამართლე განმარტავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლს (აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი).
ვრცლად
ჩხრეკისა და ამოღების ჩასატარებლად დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი
2015-02-17
,,სისხლის სამართლის საქმეზე ჩხრეკისა და ამოღების ჩასატარებლად დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი იდენტური არ არის. იმისათვის, რომ ამოღების ჩასატარებლად საკმარისი დასაბუთებული ვარაუდი იყოს სახეზე, უნდა არსებობდეს ინფორმაცია ამოსაღები ობიექტის ამა თუ იმ ადგილზე, ამა თუ იმ პირთან არსებობის შესახებ და იმავდროულად მის დასაძებნად დამატებითი ძალისხმევა არ უნდა იყოს საჭირო. აღნიშნულისგან განსხვავებით, ჩხრეკის ჩატარება შედარებით განსხვავებულ სტანდარტს უწესებს შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს და გულისხმობს არა მარტო იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომ ამოსაღები ობიექტი იმყოფება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან, არამედ იმის მითითებასაც, რომ მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა, რაც გამყარებული უნდა იყოს შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტებით. ამოღებისაგან განსხვავებით, ჩხრეკა უფრო მეტად ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ამიტომ, მოსამართლე ერთნაირი საზომით ვერ მიუდგება ჩხრეკისა და ამოღების შუამდგომლობათა გადაწყვეტას. ". სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დამეტა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის გელა ბადრიაშვილის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინება. განჩინებაში განმარტებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლი (ამოღებისა და ჩხრეკის მიზანი და საფუძველი).
ვრცლად
იურიდიული პირის წარმომადგენლის დასწრება ამოღების საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს
2015-02-13
,,იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის დასწრება ჩხრეკის ან ამოღების დროს სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როდესაც ამოსაღები საგანი ან დოკუმენტაცია განეკუთვნება უშუალოდ იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესის სფეროს, ან/და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებით შესაძლებელია შეიზღუდოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. " სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის 2015 წლის 16 იანვრის განჩინება 1გ-48. განჩინებაში განხილული თემებია: • პირი, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა; • იურიდიული პირის წარმომადგენლის დასწრება ჩხრეკის ან ამოღების დროს; • ამოღების საგამოძიებო მოქმედება; • გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობა. განჩინებასთან დაკავშირებული ნორმები: • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლი (ამოღებისა და ჩხრეკის წესი).
ვრცლად
პატიმრობის გამოყენების სტანდარტი
2015-02-11
,,პატიმრობის გამოყენებისათვის კანონმდებლობა აუცილებელ სტანდარტად მიიჩნევს სათანადო მტკიცებულებებით გამყარებულ ჭეშმარიტი საჯარო ინტერესის სპეციალური ნიშნების არსებობას, რომლებიც უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად, გადაწონის პიროვნების თავისუფლების მოთხოვნას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებაში ,,ალექსანდრე მაკაროვი რუსეთის წინააღმდეგ“, მითითებულია, რომ სასამართო პრაქტიკის თანახმად, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის გონივრულობა უნდა შეფასდეს საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით. განგრძობადი პატიმრობა შეიძლება გამართლდეს მხოლოდ მაშინ, როცა ჭეშმარიტი საჯარო ინტერესის არსებობაზე კონკრეტული გარემოებები მიუთითებს და აღნიშნული საჯარო ინტერესი, მიუხედავად უდანაშაულობის პრეზუმფციისა, გადაძალავს ინდივიდუალური თავისუფლების დაცულობის ნორმას“. სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის 2015 წლის 28 იანვრის განჩინება 1გ-93-15. განჩინებაში მოსამართლე განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლს (პატიმრობა).
ვრცლად
ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობა
2015-02-10
,,ბრალდებულის გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობა სწორედ ისეთი არსებითი ხასიათის ახალი გარემოებაა, რაც გავლენას ახდენს გამოსაყენებელი აღკვეთის ღონისძიების სახეზე და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს გამოძიების წინაშე არსებული რისკების ინტენსივობის საკითხს. კერძოდ, კოლეგიის აზრით, როდესაც ბრალდებულმა დანაშაულის აღიარებით და აქტიური თანამშრომლობით ხელი შეუწყო გამოძიებას ნარკოტიკული საშუალების წარმომავლობის დადგენაში, დაასახელა მისი გამომგზავნი და მიუთითა დანაშაულთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი ყველა გარემოება, ამით მნიშვნელოვანწილად შემცირდა ის საფრთხე, რაც მომდინარეობდა ბრალდებულისგან მისთვის პატიმრობის შეფარდების დროს. ბრალდებულის ქმედება მეტყველებს იმაზე, რომ ის ახლა გაცილებით ნაკლებ საფრთხეს უქმნის გამოძიებას მტკიცებულებათა მოპოვებაში, არ არსებობს მათი განადგურების რისკი, ნაკლებია ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის ალბათობა. შესაბამისად, ვინაიდან აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლები შეცვლილია, დღის წესრიგში დგება გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების რევიზირების და მისი მართლზომიერების საკითხის გადახედვა, რაც აუცილებლად უნდა დაზუსტდეს შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის და მხარეთა თანასწორობის პრინციპების საფუძველზე, შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების სრულყოფილად შემოწმების გზით." სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2015 წლის 29 იანვრის განჩინება 1გ/98. განჩინებაში მოსამართლე განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლს (აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება).
ვრცლად
ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა
2015-02-06
„ხანდაზმულობის ვადის ხელახალი დენის შეწყვეტა ნიშნავს ხანდაზმულობის ვადის დენის სრული ხანგრძლივობით ხელახალა დაწყებას. ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „მხოლოდ იმ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყებაა შესაძლებელი, რომელიც ჯერ კიდევ მიდის“. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ გაკეთებულმა აღიარებამ არ შეიძლება ხანდაზმულობა შეწყვიტოს“ - ნათქვამია პალატის პალატის განმარტებაში; სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება: 2ბ/4587-14; გადაწყვეტილებაში განხილული თემებია: • ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა ; • ვალის აღიარება; გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ნორმებია: • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 137. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა • სამოქალაქო კოდექსი მუხლი 144. ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას; • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 341. ვალის არსებობის აღიარება ;
ვრცლად
შეტყობინების ვალდებულება ხელშეკრულებიდან გასვლისას
2015-01-29
„ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანონი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება დავალიანების დაფარვამდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით“. სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დამატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: 2ბ/1938-11: ხელშეკრულების შეწყვეტა/მოშლა; ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულებაზე უარის თქმა; შეტყობინების ვალდებულება ხელშეკრულებიდან გასვლისას; მიუღებელი შემოსავალი; საბანკო კრედიტი; ზიანის ანაზღაურება კრედიტის ვადამდე დაბრუნებისათვის; სოლიდარული მოვალეები; გადაწყვეტილებაში განხილული თემებია: • ხელშეკრულების შეწყვეტა/მოშლა; • ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულებაზე უარის თქმა; • შეტყობინების ვალდებულება ხელშეკრულებიდან გასვლისას; • მიუღებელი შემოსავალი; საბანკო კრედიტი; • ზიანის ანაზღაურება კრედიტის ვადამდე დაბრუნებისათვის; • სოლიდარული მოვალეები; გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ნორმებია: • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 352. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები; • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 405. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას; • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 355. შეტყობინების ვალდებულება ხელშეკრულებიდან გასვლისას; • სამოქალაქო კოდექსი მუხლი: 411. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის; • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 403. პროცენტის გადახდა ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას; • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 872. ზიანის ანაზღაურება კრედიტის ვადამდე დაბრუნებისათვის; • სამოქალაქო კოდექსი : მუხლი 300. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გადასვლა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში; • სამოქალაქო საპროცესო კოდექსი: მუხლი 41. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი;
ვრცლად
საბანკო კრედიტი
2015-01-29
„სტანდარტული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება მოქმედებს 6 თვის განმავლობაში, თუ მისი მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე მხარეები არ გამოთქვამენ მისი შეწყვეტის სურვილს. ყოველი მორიგი 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება ამ პუნქტით დადგენილი წესით. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მიხედვით, სს „თ. ბ.-სა“ და ნ. გ.-ს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს უვადო ხელშეკრულებას“. სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: 2ბ/3949-13; გადაწყვეტილებაში განხილული თემებია: • უვადოდ დადებული ხელშეკრულება; • ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა ; • მოთხოვნის აღიარება; მტკიცებულების ნამდვილობის პრეზუმფცია; • საბანკო კრედიტი; • ხანდაზმულობის ვადის დაწყება; • მოთხოვნის წარმოშობა (ხანდაზმულობა); • კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება; გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ნორმებია: • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 365. ვალდებულების შესრულება შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის არსებობისას • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 130. ხანდაზმულობის ვადის დაწყება; • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 131. მოთხოვნის წარმოშობა; • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 867. ცნება: • სამოქალაქო საპროცესო კოდექსი: მუხლი 103. მტკიცებულებათა შეგროვება;
ვრცლად
საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა
2015-01-28
„პალატა განმარტავს, რომ თავდებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა თავდების პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებას არ იწვევს. აღნიშნული მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია. ამასთან, შემცირება ვრცელდება იმ ზიანზე, რომელიც კრედიტორის მიერ თავდებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობით დგება და რომელიც არ დადგებოდა კრედიტორს თავდების მიმართ თავისი ვალდებულება, ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, ჯეროვნად რომ შეესრულებინა“. სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დამატა 2014 წლის 16 ივნისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საქმეზე: 2ბ/1881-14; გადაწყვეტილებაში განხილული თემებია: • საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა; • ხანდაზმულობა; ხანდაზმულობის ვადის დაწყება; • ხანდაზმულობის ვადა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის; თავმდებისათვის ძირითადი მოვალის მიერ ვადის გადაცილების ცნობება; გადაწყვეტილებაში განმარტებული ნორმებია: • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 873. საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტის ნაწილ- ნაწილ დაბრუნებისას; • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 130. ხანდაზმულობის ვადის დაწყება; • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 129. სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა; • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 129. სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა • სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 902. ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შედეგები;
ვრცლად
მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრების წესი
2015-01-27
"...რაც შეეხება მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე მიღებულ განჩინებას, იგი წარმოადგენს ცალკე პროცედურას და მისი გასაჩივრების წესი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არ არის. თუკი დავუშვებთ, რომ აღნიშნული განჩინება საგამოძიებო კოლეგიაში საჩივრდება, მაშინ შესაძლებელია საჩივარი მხარის (როგორც ბრალდების, ისე დაცვის) მიერ შეტანილი იქნეს იმ შემთხვევაშიც, როცა მტკიცებულებათა ნაწილი დაუშვებლად იქნება ცნობილი, მაგრამ საქმე მაინც გადაიგზავნება არსებითად განხილვისათვის. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განხილვის საკანონმდებლო პროცედურები საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი არ არის, ხოლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით გასაჩივრების მექანიზმის ახლებურად დადგენა და განმარტება დაუშვებელია. ამრიგად, როგორც მოქმედი კანონმდებლობიდან, ისე დღემდე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინება მტკიცებულებათა დაუშვებლობის თაობაზე, საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრებას არ ექვემდებარება." სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2015 წლის 23 იანვრის განჩინება ნომერი: 1გ-71; განჩინებაში განხილული თემებია: • მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა; • სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა წინასასამართლო სხდომაზე; • აღკვეთის ღონისძიების გაუქმება; • მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრების წესი. განჩინებაში განმარტებულია: • სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლი (წინასასამართლო სხდომა).
ვრცლად
BGH-ის გადაწყვეტილებები მოსამართლეთა დამოუკიდებლობის თემაზე
2015-01-09
წარმოგიდგენთ "გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს (BGH) გადაწყვეტილებების კრებულს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის თემაზე" კრებული მოიცავს საქმის ძირითად სამართლებრივ ასპექტებსა და სასამართლოს მსჯელობას მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მიზნით უმაღლესი ფედერალური სასამართლოს 10 სხვადასხვა გადაწყვეტილებიდან. კრებული მომზადებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მიერ GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) მხარდაჭერით, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში.
ვრცლად
წინარე ხელშეკრულება
2014-12-30
„განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 8 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. ლ-სათვის გადაცემული 35 000 აშშ დოლარი, წარმოადგენს ავანსს, წინასწარ გადახდას, ანუ ისეთ გადახდას, რომელიც ხორციელდება ვალდებულების შესრულების სახით მანამ, სანამ მეორე მხარე შეასრულებდა შემხვედრ ვალდებულებას. საყურადღებოა, რომ თავად მხარეებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას მოიხსენიებენ ავანსად“. სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება: 2ბ/339-14; გადაწყვეტილებაში განხილული თემებია: 1. წინასახელშეკრულებო ურთიერთობები; 2. წინარე ხელშეკრულება; 3. წინარე ხელშეკრულების ფორმა; 4. ბე (მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება); 5. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა (რესტიტუცია); გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ნორმებია: 1. სამოქალაქო კოდექსი მუხლი 352. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები; 2. სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 421. ცნება; 3. სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 323. უძრავი ნივთის გასხვისების წესი; 4. სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 183. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა გარიგების საფუძველზე; 5. სამოქალაქო კოდექსი მუხლი 68. ფორმის მნიშვნელობა გარიგების ნამდვილობისათვის; 6. სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 327. შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე;
ვრცლად
აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა
2014-12-19
სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის: 2ბ/223-14 გადაწყვეტილება. მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული აღსრულების წესის და საშუალების შეცვლა. მოპასუხემ პირველ ინსტანციაში წარადგინა შესაგებელი. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (შემცირდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო). მოპასუხემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება და მოითხოვა სესხის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, რომ თანხების კორექტირება (შემცირება) მოვალის სასარგებლოდ ვერ განხორციელდება მოვალის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაბამისი შეგებებული სარჩელის წარდგენის გარეშე. მოპასუხემ შეგებებული სარჩელის წარუდგენლობის გამო სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხების შემცირების უფლება, წინამდებარე საქმეზე გამართულ სასამართლო სამართალწარმოების ფარგლებში, დაკარგა. გადაწყვეტილებაში განხილული თემებია: 1.აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა; 2. აღსრულება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე; 3.შეგებებული სარჩელი; გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები; 4. მოვალის ვალდებულების ფარგლები იპოთეკის საგნის რეალიზაციისას; 5. გადაწყვეტილების შეცვლის ფარგლები; გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ნორმებია: 1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 377. გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები; 2.სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 301. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა; 3.სააღსრულებო წარმოებათა შესახებ - მუხლი 75. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება 4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 263. გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა; 5.სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 189. შეგებებული სარჩელის მიღების პირობები; 6.სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 384. გადაწყვეტილების შეცვლის ფარგლები; 7. ნოტარიატის შესახებ - მუხლი 40. აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე;
ვრცლად
სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა
2014-12-19
"სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით პალატა დამატებით განმარტავს, რომ დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნა უკავშირდება დარღვევის ფაქტის შეტყობას. შეუძლებელია, მემკვიდრეს მოეთხოვოს სარჩელის შეტანა სამკვიდროს გახსნიდან გარკვეულ ერიოდში, როცა ამ პერიოდში მისთვის უცნობია მისი უფლების დარღვევის შესახებ. ასეთი სახის განმარტება ყოველგვარ აზრსაა მოკლებული და ეწინააღმდეგება ელემენტარულ ლოგიკის კანონებ." სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა სამოქალაქო სამქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება: 2ბ/6068-13; გადაწყვეტილებაში განხილული თემებია: სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადა; საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია; კეთილსინდისიერი შემძენი; სამკვიდროს მიღება; სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა; ხანდაზმულობის ვადის დაწყება; მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლება; გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ნორმებია: სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 1450. სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადა; სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 312. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია; სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 185. შემძენის ინტერესების დაცვა; სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 1421. სამკვიდროს მიღება; სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 1447. უარი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობისას; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 102. მტკიცების ტვირთი. მტკიცებულებათა დასაშვებობა; სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 1434. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა; სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 130. ხანდაზმულობის ვადის დაწყება;
ვრცლად
ჩვეულებრივი გაუფრთხილებლობა
2014-12-15
"მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთ შეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ. პალატა განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას. მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით." სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება: 2ბ/1882-14 ; გადაწყვეტილებაში განხილული თემებია: • დაზღვევის ხელშეკრულება; • დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას; • უხეში გაუფრთხილებლობა; • ჩვეულებრივი გაუფრთხილებლობა; • მტკიცებულებათა შეფასება; გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ნორმებია: • სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 105. მტკიცებულებათა შეფასება; • სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 799. ცნება; • სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 829. დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას; • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი- მუხლი 12. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გაუფრთხილებლობით ჩადენა; • სამოქალაქო კოდექსი- მუხლი 411. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის;
ვრცლად
გირაო, როგორც პრევენციული ღონისძიება ბრალდებულის მიმალვის თავიდან ასაცილებლად
2014-12-10
,,ერთი და იგივე დავის არსებობის შემთხვევაშიც კი, მოქმედი სისხლის და სამოქალაქო საპროცესო ნორმების შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეული პრეიუდიციად (გამოკვლევის გარეშე მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტურ მტკიცებულებად) სისხლის სამართლის საქმეზე და პირიქით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი არ ათავისუფლებს პირს მტკიცებულებების წარდგენისგან სამოქალაქო დავის დროს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება საფუძვლად დაედოს მხოლოდ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გამარტივებულ წარმოებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30916-30921მუხლები)". წარმოგიდგენთ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებას საქმეზე ‪#‎1გ‬/1234. თემები: ● გირაოს, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი ● სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც პრეიუდიცია ● თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განმარტებები: ● სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლი (პრეიუდიცია) ● სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლი (გირაო)
ვრცლად
გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
2014-12-10
"პალატა მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ბათილად იქნეს ცნობილი, მიუხედავად მისი „5 წლიანი საპროცესო ხანდაზმულობისა“, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ განმცხადებელმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის, ანუ 2013 წლის 18 ნოემბრის შემდეგ შეიტყოს და ინფორმაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს სასამართლოს." წარმოგიდგენთ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე 2ბ/5114-14; მოსამართლეები: ● ქეთევან მესხიშვილი; ● ნატალია ნაზღაიძე; ● ნათია გუჯაბიძე; გადაწყვეტილებაში განხილული თემებია: ● გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობა; ● საქმის წარმოების განახლება; განმარტებები: ● სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 422. განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ; ● სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 426. განცხადების შეტანის ვადა; გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
ვრცლად
სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
2014-11-20
"დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში Ultima Ratio-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური? ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის." წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე 2ბ/6870-13. მოსამართლეები: ● ქეთევან მესხიშვილი; ● ნათია გუჯაბიძე; ● ნატალია ნაზღაიძე. თემები: ● სამსახურში აღდგენა; ● განაცდურის ანაზღაურება; ● უფლების ბოროტად გამოყენება; ● შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/მოშლა; ● მტკიცების ტვირთის განაწილება შრომის სამართალში; განმარტებები: ● სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის; ● შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლები; ● სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ვრცლად
სამოქალაქო საქმეთა პალატის 3 ახალი განჩინება
2014-11-18
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 3 ახალ განჩინებას: - საქმეზე 2ბ/553-14 (29 ოქტომბერი) განჩინება განმარტავს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის განსჯადობას (სსსკ-ს მე16 მუხლი) და განსჯადობის შესახებ დავის დაუშვებლობას (სსსკ-ს 24-ე მუხლი). - საქმეზე 2ბ/5087-14 (29 სექტემბერი) განჩინება განმარტავს სარჩელის უზრუნველყოფას (სსსკ-ს 191-ე მუხლი) და სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორით (სსსკ-ს 196-ე მუხლი). - საქმეზე 2ბ/5224-14 (21 ოქტომბერი) განჩინება განმარტავს სარჩელის უზრუნველყოფას (სსსკ-ს 191-ე მუხლი).
ვრცლად
ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის უზრუნველყოფა
2014-11-05
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებები საქმეებზე 2ბ/5878-14 და 2ბ/5617-14. "მითითებული ნორმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად, ნათელია, რომ კანონი იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრების შესაძლებლობას უშვებს, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ პირის უფლება, სასამართლო წესით იდავოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დარღვეული უფლებისა, თუ ინტერესის აღსადგენად, იწვევს რეალური საპროცესოსამართლებრივი მექანიზმების ამუშავების საჭიროებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო, მოთხოვნის იურიდიული მართებულობის პირობებში, არ შეაჩერებს სააღსრულებო ფურცლის მოქმედებას, მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება გაძნელდეს ან გადაწყვეტილება საერთოდ აღუსრულებელი დარჩეს." საქმე 2ბ/5878-14 თემები: ● სარჩელის უზრუნველყოფა; ● სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები; ● ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრება; ● ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება. განმარტებული ნორმები: ● სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 197[1]-ე და 198-ე მუხლები; ● ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლს. საქმე 2ბ/5617-14 თემები: ● სარჩელის უზრუნველყოფა; ● სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის უზრუნველყოფა. განმარტებული ნორმები: ● სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლს.
ვრცლად
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია