საგამოძიებო კოლეგიის განჩინება მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე
2017-03-16
"წინასასამართლო სხდომის მოსამართლე საკითხის გამოკვლევისა და შეფასების გარეშე კი არ ამტკიცებს მხარის შუამდგომლობას მტკიცებულებათა დაშვებაზე, არამედ მიუხედავად მეორე მხარის პოზიციისა, ვალდებულია განიხილოს შუამდგომლობა და სწორედაც, რომ თავისი ინიციატივითაც უნდა შეამოწმოს კონკრეტული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი, ვინაიდან მტკიცებულებათა დასაშვებად თუ დაუშვებლად ცნობა სწორედ წინასასამართლო სხდომაზე განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხია." წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას საქმეზე 1გ/337-17 (2019-03-09). განჩინება არ ექვემდებარე გასაჩივრებას და შესულია კანონიერ ძალაში. საგამოძიებო კოლეგიამ განიხილა პროკურორის საჩივარი წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერის CD დისკი დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი. სასამართლოს განმარტებით მხოლოდ სასამართლოს განჩინების მეშვეობით იყო შესაძლებელი აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა. პროკურორმა საჩივარში აღნიშნა, რომ ვინაიდან დაცვის მხარე არ დაობდა აღნიშნულ მტკიცებულებაზე, სასამართლოს საკუთარი ინიციატივით დაუშვებლად არ უნდა ეცნო ეს მტკიცებულება. საგამოძიებო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი და განჩინებაში განმარტა, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, მიუხედავად მეორე მხარის პოზიციისა, ვალდებულია საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი. გარდა ამისა, მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ხოლო დაცვის მხარეს უფლება აქვს, მაგრამ არაა ვალდებული სადავოდ გახადოს ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობა. განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა; ☛ მტკიცების ტვირთი მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპზე' ☛ კომპიუტერულ სისტემაში დაცული კომპიუტერული მონაცემი ☛ ინფორმაციის გამოთხოვა გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე.
ვრცლად
გადაწყვეტილება უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე
2017-03-13
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე №2ბ/2325-15 (2016-12-01). გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა და შესულია კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილებაში მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა თანხის დაკისრება. მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნას წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილება მოპასუხისათვის საავტომობილო ბოქსის მშენებლობაზე გაწეული ხარჯის სახით 10 000 ლარის დაკისრების თაობზე.სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით ვერ დგინდებოდა, რომ სადავო ნაგებობა აშენებული იყო მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ, რაც გამოიწვევდა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელსაც ავტოსადგომზე დაუტვირთავი საკუთრება შეძენილი ჰქონდა სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული ვაჭრობის შედეგების საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ იქნებოდა გამოყენებული უსაფუძვლო გამდიდრებისნორმები. ამასთან სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია. გადაწყვეტილებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ უსაფუძვლო გამდიდრება ☛ ვალის აღიარება ☛ ხანდაზმულობა
ვრცლად
განჩინება ინფორმაციის მხარეთა შორის გაცვლის თაობაზე
2017-03-07
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას საქმეზე №1გ/273-17 (2017-02-27). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. (არ ექვემდებარება გასაჩივრებას). განსახილველ საქმეში, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ საოქმო განჩინებით დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ნაწილი, ვინაიდან ადვოკატებმა ბრალდების მხარის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ არ გადასცეს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად. ამასთან, დაუშვებლად იქნა ცნობილი ამ განცხადებების საფუძველზე შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებებიც. აღნიშნული განჩინება საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსამართლე განჩინებაში მსჯელობს ინფორმაციის გაცვლის 2 წესთან დაკავშირებით: ,,მოთხოვნის რეჟიმში“ და ,,სავალდებულო წესით“; ამასთან განმარტავს, რომ ,,ინფორმაციის გაცვლის წესის (ვადის) დარღვევისას ... თუ მოთხოვნის დაყენების მომენტში მხარეს ხელთ (მოპოვებული) აქვს ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი და დანარჩენი მტკიცებულებების რეალურად მოპოვება მოხდა შემდეგ პერიოდში, დაუშვებელია ინფორმაციის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ობიექტურად ხელმისაწვდომი იყო და არსებობდა მოთხოვნის მომენტში.“ განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ ოქმი მტკიცებულებათა გაცვლის თაობაზე ☛ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადაცემა მხარისათვის ☛ ინფორმაციის გაცვლა მოთხოვნის რეჟიმში ☛ ინფორმაციის გაცვლა სავალდებულო წესით ☛ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადაცემა მხარისათვის ☛ მტკიცებულების დასაშვებობა ☛ მტკიცებულების წარმომავლობისა და ავთენტიკურობის დადგენა
ვრცლად
გადაწყვეტილება სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების თაობაზე
2017-03-07
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე №2ბ/5993-15 (2016-05-27). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. (გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი). გადაწყვეტილებაში მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება. მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეზე გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის დაკისრებას. საქმის საკვანძო საკითხს წარმოადგენდა იმის დადგენა, მხარეებს შორის ხელშეკრულება დადებული იყო 2 თვის ვადით, თუ 12 თვის ვადით. დამზღვევს გადახდილი ჰქონდა 2 თვის სადაზღვევო პრემია, ხელშეკრულებაში მითითებული იყო 12 თვის ვადა, თუმცა დამზღვევს ხელმოწერილი ჰქონდა არა ხელშეკრულება, არამედ ხელშეკრულების დანართები. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 12 თვის ვადით ხელშეკრულების დადებაზე ნების გამოვლენას ადგილი არ ჰქონია. გადაწყვეტილებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ დაზღვევის ხელშეკრულების დადება ☛ ხელშეკრულების ხელმოწერა ☛ ხელშეკრულების შეწყვეტა/მოშლა ☛ ნების გამოვლენის განმარტება/ინტერპრეტაცია ☛ სადაზღვევო შესატანი (პრემია) ☛ სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდა ☛ მტკიცების ტვირთის განაწილება
ვრცლად
ზიანის ანაზღაურება სამედიცინო დაწესებულებაში დამდგარი ფინანსური დანაკლისისათვის
2017-03-06
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე №2ბ/1919-15 (2016-02-23). გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილებაში მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურება სამედიცინო დაწესებულებაში დამდგარი ფინანსური დანაკლისისათვის. სამედიცინო დაწესებულება მოითხოვდა ყოფილ დირექტორსა და განყოფილების უფროსზე ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, შესრულებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტაციის შესაბამის დამფინანსებელთან წარუდგენლობის გამო დამდგარი ფინანსური დანაკლისისთვის. სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ყოფილ დირექტორს არ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ მას არ დაურღვევია კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის ვალდებულება. არ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება ასევე განყოფილების უფროსს, გამომდინარე იქიდან, რომ დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა ზიანის გამომწვევი ქმედების შესრულებისადმი მოპასუხის ვალდებულების არსებობა. გადაწყვეტილებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ ზიანის ანაზღურება ☛ მტკიცების ტვირთის განაწილება შრომის სამართალში ☛ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ☛ კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის ვალდებულება ☛ გულმოდგინეობის ვალდებულება ☛ ერთგულების ვალდებულება ☛ ბრალი ზიანის მიყენებაში
ვრცლად
გადაწყვეტილება დასაქმებულის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე
2017-03-02
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე 2ბ/6113-15 (2016-07-14). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი). გადაწყვეტილებაში მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა ბრძანების და ოქმის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. დასაქმებული ითხოვდა გათავისუფლების ბრძანების და ოქმის ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება და დამსაქმებელს დააკისრა კომპენსაციის გადახდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ანალოგიურად ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება, თუმცა კომპენსაციის გადახდის ნაცვლად, დამსაქმებელს დააკისრა დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენა. სასამართლოს შეფასებით სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლიანობის შეფასების დროს "პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური?" გადაწყვეტილებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევა; ☛ შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები; ☛ შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს; ☛ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ☛ ისტორიული განმარტების მეთოდი.
ვრცლად
გადაწყვეტილება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) თემაზე
2017-03-01
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე 2ბ/167-15 (2015-12-22). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი). გადაწყვეტილებაში მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. მოსარჩელემ ამხანაგობასთან დადო გარიგება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა ნარდობის ხელშეკრულებად, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ამხანაგობის ხელშეკრულებად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთვის განსხვავებული აზრი. გადაწყვეტილებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ცნება; ☛ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა; ☛ ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრება.
ვრცლად
საგამოძიებო კოლეგიის განჩინება (11/11/2016წ.) ოჯახში ძალადობა
2016-11-18
"ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ერთმნიშვნელოვნად უმკაცრესი ღონისძიების გამოყენება არ არის ალტერნატივა ვითარების გამოსწორებისა და მას შესაძლია მძიმე შედეგიც მოჰყვეს თუ არა სხვა მსუბუქი ღონისძიების გათვალისწინება და გამოყენება, მით უფრო რომ ოჯახური კონფლიქტისას ბრალდებულის საპატიმრო ადგილას ყოფნა არ აისახება ამ ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე და დანაშაულის პრევენცია უმრავლეს შემთხვევაში მიზანშეწონილია აღმოფხვრილ იქნას მსუბუქი ზომების გამოყენებით..." სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას (სები) დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება (11/11/2016). განჩინებაში განხილულია შემდეგი თემები: ☛ დანაშაულზე წასწრება ჩადენისას ან ჩადენისთანავე ☛ ოჯახში ძალადობა.
ვრცლად
გამარჯვება აუქციონში - ოფერტი
2016-08-03
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებას საქმეზე №2ბ/5921-14. კერძო სამართლის სუბიექტის მიერ უძრავი ქონების ელექტრონულ აუქციონზე ნებაყოფლობით გამოტანა არ ავალდებულებს მას მიჰყიდოს ქონება აუქციონში გამარჯვებულ პირს. საქმე შეეხება ელექტრონული აუქციონის საშუალებით უძრავი ქონების გასხვისებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც ელექტრონულ აუქციონზე იყიდება ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონება, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება მხოლოდ ქონების განკარგვის ხელშეწყობა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ გაიმარჯვა აუქციონში, არ წარმოადგენს საკუთრების უფლების გადაცემის საფუძველს. (...) უძრავი ქონების ელექტრონულ აუქციონზე განთავსება შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მოწვევა ოფერტზე. საბოლოო შედეგის მისაღწევად - ქონებაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, უცილებელია მხარეთა შორის დადგენილი ფორმის დაცვით ხელშეკრულების გაფორმება. განჩინება შეეხება შემდეგ თემებს: ☛ მესაკუთრედ ცნობა; ☛ ელექტრონულ აუქციონზე ქონების გასხვისება; ☛ მოწვევა ოფერტზე; ☛ ოფერტი.
ვრცლად
სამოქალაქო საქმეთა პალატის 5 ახალი განჩინება
2016-04-25
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ახალ განჩინებებს: საქმე №:2ბ/835-16, 2016-02-29 განჩინებაში განხილული თემები: ☛ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა; ☛ სარჩელის დასაშვებობა; ☛ ადვოკატის (წარმომადგენლის) ხარჯები; ☛ გადაწყვეტილების დასაბუთება; ☛ დისპოზიციურობის პრინციპი; ☛ სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები. საქმე №:2ბ/6144-15, 2016-04-20 განჩინებაში განხილული თემები: ☛ სარჩელის უზრუნველყოფა; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები; ☛ სარჩელის უზრუნველყოფა და მესამე პირის ინტერესების გათვალისწინება; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველი; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება. საქმე №:2ბ/6136-15, 2016-04-08 განჩინებაში განხილული თემები: ☛ სასამართლო უწყების ჩაბარება; ☛ დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ☛ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა. საქმე №:2ბ/5560-15, 2016-02-18 განჩინებაში განხილული თემები: ☛ სარჩელის უზრუნველყოფა; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველი; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება. საქმე №:2ბ/6068-15, 2016-03-07 განჩინებაში განხილული თემები: ☛ საჯარო შეტყობინება; ☛ საქმის წარმოების განახლება; ☛ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობა; ☛ იურიდიული პირის ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი).
ვრცლად
სამოქალაქო პალატის ახალი განჩინებები
2016-04-22
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ახალ განჩინებებს: საქმე №2ბ/893-16, 2016-03-25 განჩინებაში განხილული თემები: ☛ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა; ☛ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრა; ☛ ქონებრივ-სამართლებრივი დავა. საქმე № 2ბ/982-16, 2016-02-29 განჩინებაში განხილული თემები: ☛ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა; ☛ სარჩელის დასაშვებობა; ☛ სარჩელის ფორმა. საქმე № 2ბ/997-16, 2ბ/997-16 განჩინებაში განხილული თემები: ☛ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა; ☛ განსაკუთრებული განსჯადობა; ☛ განსჯადობა. საქმე № 2ბ/5234-15, 2016-02-18 განჩინებაში განხილული თემები: ☛ სარჩელის უზრუნველყოფა; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები; ☛ სააღსრულებო წარმოების შეჩერება. საქმე № 2ბ/5417-15, 2016-02-18 განჩინებაში განხილული თემები: ☛ სარჩელის უზრუნველყოფა; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი; ☛ ქონების რეალიზაციის შეჩერება.
ვრცლად
9 მარტის განჩინებები
2016-03-29
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 9 მარტის განჩინებებს: 2ბ/1217-15, 2016-03-09 ☛ თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა; ☛ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია; ☛ გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების შეცვლა. 2ბ/2499-15, 2016-03-09 ☛ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა; ☛ სამართალწარმოების ენა. 2ბ/5108-15, 2016-03-09 ☛ განსაკუთრებული განსჯადობა; ☛ ხელშეკრულების შესრულების ადგილი. 2ბ/5516-15, 2016-03-09 ☛ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება; ☛ სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირება. 2ბ/5649-15, 2016-03-09 ☛ განსაკუთრებული განსჯადობა; ☛ ხელშეკრულების შესრულების ადგილი.
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოს განჩინებები
2016-03-27
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებს: 2ბ/4198-15, 2015-11-10 ☛ სარჩელის უზრუნველყოფა; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სამართლიანი ბალანსის დაცვა; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველი. 2ბ/4134-15, 2016-02-10 ☛ საჯარო შეტყობინება; ☛ სარჩელის განუხილველად დატოვება; ☛ მოპასუხის მისამართის არასწორად მითითება. 2ბ/4923-15, 2016-01-21 ☛ სარჩელის უზრუნველყოფა; ☛ მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. 2ბ/5970-15, 2016-02-15 ☛ საპროცესო თანამონაწილეობა; ☛ დავის საგნის ღირებულება; ☛ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა.
ვრცლად
სასამართლო პრაქტიკა
2016-03-23
წარმოგიდგენტ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემდეგ განჩინებებს: 2ბ/1453-15, 2016-01-29 განჩინება შეეხება შემდეგ თემებს: ☛ საქმის წარმოების განახლება; ☛ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობა. 2ბ/4608-15, 2016-01-21 განჩინება შეეხება შემდეგ თემებს: ☛ შეგებებული სარჩელის დასაშვებობა; ☛ საქმის განხილვის გადადება და გაგრძელება; ☛ აღიარებითი სარჩელი; ☛ სახელმწიფო ბაჟის აღიარებით სარჩელზე. 2ბ/4348-15, 2016-01-21 განჩინება შეეხება შემდეგ თემებს: ☛ სარჩელის უზრუნველყოფა; ☛ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ვრცლად
სარჩელის უზრუნველყოფა
2016-01-13
"ფულადი მოთხოვნის არსებობის პირობებში, ქონების ღირებულება ფულად მოთხოვნას უნდა აღემატებოდეს, რადგანაც სწორედაც, რომ აუქციონის სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონება აუქციონზე დაბალ ფასში, კერძოდ კი, განახევრებულ, გამეოთხედებულ ან ნულოვანი შეთავაზების პირობებში, გადის. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, არსებული სახით უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნებას, სწორედაც, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ არაფორმალური მიდგომის გამო." წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებას საქმეზე 2ბ/4752-15 (05 იანვარი, 2016). განჩინება შეეხება შემდეგ თემებს: ☛ სარჩელის უზრუნველყოფა; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველი; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სამართლიანი ბალანსის დაცვა; ☛ სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორით.
ვრცლად
სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
2015-12-22
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინებას საქმეზე 2ბ/1028-15. გადაწყვეტილება შეეხება შემდეგ თემებს: ☛ შრომის თავისუფლება; ☛ შრომის ხელშეკრულება; ☛ შრომითი ხელშეკრულების ვადა; ☛ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/მოშლა; ☛ შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს; ☛ შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება. განჩინება გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. 2015 წლის 15 დეკემბერს საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ვრცლად
კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ანაზღაურება
2015-12-15
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებას საქმეზე 2ბ/1106-15. გადაწყვეტილება შეეხება შემდეგ თემებს: ☛ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება; ☛ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/მოშლა; ☛ შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევა.
ვრცლად
ბავშვის ინტერესების უპირატესობა
2015-12-05
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ბათილად ცნო გარიგებები, რომლითაც მშობლებმა 5 წლის ბავშვის სახელით იპოთეკით დატვირთეს მცირეწლოვნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. "პალატა მიიჩნევს, რომ ყველა დავა, რომელიც ბავშვის ინტერესს ეხება, სასამართლოს მხრიდან განხილვასა და სათანადო რეაგირებას ექვემდებარება მაშინაც, თუ მოთხოვნა აღიარებითი ხასიათისაა, ხოლო იურიდიული ინტერესი კი დაუსაბუთებელია."
ვრცლად
ატსტუპნიკების დავა
2015-10-12
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე 2ბ/4936-14 (2015 წლის 29 ივლისი). გადაწყვეტილება შეეხება ე.წ. "ატსტუპნიკების" დავას (საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობები) და განსაზღვრავს აუქციონის შედეგად რეალიზებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით მხარეთა უფლებრივ მდგომარეობას. გადაწყვეტილება შეეხება შემდეგ თემებს: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა; ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით; უფლებრივი ნაკლი; აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება; ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულებაზე უარის თქმა.
ვრცლად
მნიშვნელოვანი განმარტება პირგასამტეხლოს თემაზე
2015-04-16
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა შემდეგ თემებზე: ☛ პირგასამტეხლოს ცნება (სკ-ის 417-ე მუხლი); ☛ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება (სკ-ის 420-ე მუხლი); ☛ პირგასამტეხლოს გადახდისა და ვალდებულების შესრულების ერთდოულად მოთხოვნის დაუშვებლობა (სკ-ის 419-ე მუხლი). მოსამართლეები: ✔ ქეთევან მესხიშვილი ✓ ნატალია ნაზღაიძე ✓ ნათია გუჯაბიძე
ვრცლად
იპოთეკის საგანი იდეალუარი წილიდან
2015-04-08
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებას საქმეზე 2ბ/5022-14. მოსამართლეები: ქეთევან მესხიშვილი ნატალია ნაზღაიძე მანუჩარ კაპანაძე განჩინებაში განხილულია შემდეგი თემები: იპოთეკა; მოვალის ვალდებულების ფარგლები იპოთეკის საგნის რეალიზაციისას; იპოთეკის სამართლებრივი ბუნება; იპოთეკის საგანი; იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონიის გზით; უფლება საზიარო უფლების ნაყოფზე; იდეალური წილი. განჩინება განმარტავს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე და 955-ე მუხლებს.
ვრცლად
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია