15 მაისს მოსამართლის პროფესიული დღე აღინიშნება.
2018-05-15
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ.ლ-ი დამნაშავედ ცნო ს.ტ-ს გაუფრთხილებლობით სისცოცხლის მოსპობაში
2018-04-25
2018 წლის 25 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ს.ტ.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი გ.ლ-ის მიმართ და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისათვის, გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმის კოლეგიური წესით განხილვების შედეგად სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ.ლ-მ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე სრიალისას არ გაუწია კონტროლი საკუთარ მოძრაობას, არ მოახდინა სათანადო დისტანცირება და მაღალი სიჩქარით შეეჯახა მის წინ მოსრიალე ს.ტ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის და ხარისხის გათვალისწინებით გ.ლ-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ვრცლად
საქველმოქმედო აქცია ჩვილ ბავშვთა სახლის დასახმარებლად
2018-04-02
31 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლებმა და მოსამართლეებმა, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი მოინახულეს. სასამართლოს თანამშრომლებმა ბავშვებს სათამაშოები, ტკბილეული, მცირე საოჯახო ტექნიკა და საბავშვო მხატვრული ლიტერატურა გადასცეს. ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვა და მათი თანადგომა. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ეს იყო პირველი სტუმრობა ჩვილ ბავშვთა სახლში, სასამართლოს თანამშრომლები მომავალშიც აქტიურად გეგმავენ მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციების განხორციელებას.
ვრცლად
ერთად გავუფრთხილდეთ დედამიწას!
2018-03-23
ერთად გავუფრთხილდეთ დედამიწას! 24 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლო საერთაშორისო გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათს" შეუერთდება.
ვრცლად
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!
2018-03-21
თბილისის სააპელაციო სასამართლო უერთდება კამპანიას წინდამინდა. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მათზე ზრუნვა და სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის მომზადება ჩვენი უპირველესი ვალია. ისინი კი ჩვენს იმედებს ყოველთვის გაამართლებენ, რადგანაც არაჩვეულებრივი ადამიანები არიან!
ვრცლად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2018-03-05
2 მარტს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა ვანო ბოლქვაძემ. მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა სწავლების ხარისხის ამაღლებას.
ვრცლად
თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
2017-12-29
საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, 2017 წლის 28 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი სამოქალაქო სამართალში. პროექტი მიზნად ისახავს იმიტირებული სასამართლო პროცესების მეშვეობით მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებასა და საზოგადოებაში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას.
ვრცლად
თბილისის სააპელაციო სასამართლო გილოცავთ შობა-ახალ წელს
2017-12-28
წიგნების გამოფენა–გაყიდვა
2017-12-22
ყოველი წიგნი ახალი სამყარო და ახალი ემოციაა. სწორედ ამიტომ 22 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, წიგნების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. წიგნების გამოფენა გაყიდვაზე, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით წარმოდგენილი იყო უამრავი საბავშვო და საყმაწვილო შემეცნებითი წიგნები,სახელმძღვანელოები და მხატვრული ლიტერატურა. თბილისის სააპელაციო სასამართლო მიზნად ისახავს თავის მოხელეებს, შეუმსუბუქოს დატვირთული რეჟიმი და შეუქმნას კომფორტული სამუშაო გარემო. ამ მიზნით, სასამართლო მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს სხვადასხვა გამომცემლობასთან.
ვრცლად
27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
2017-11-27
თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში სასტუმრო ,,ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
ვრცლად
სასამართლოში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღება გაიმართა
2017-11-15
დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორთა მიღება გაიმართა. სტუდენტთა ახალი ნაკადი მომდევნო 6 თვის განმავლობაში სასამართლოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გაივლის სტაჟირებას. სტაჟიორებს სასამართლოს მენეჯერი და სხვა სტრუქტურული ერთეულების უფროსები შეხვდნენ. მიულოცეს მათ შესარჩევ კონკურში გამარჯვება და იმედი გამოთქვეს, რომ მათი 6 თვიანი სტაჟირება სასამართლოში პროდუქტიული იქნება, როგორც მათი პიროვნული, ისე პროფესიული განვითარებისთვის.
ვრცლად
სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების სააპელაციო საჩივრების თაობაზე
2017-11-06
დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენით განიხილა ოპოზიციური პარტიების (საარჩევნო ბლოკი ,,დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო“, ,,შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ,,გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ,,ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“, ,,ეროვნული ფორუმი“, ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) საჩივარი. აპელანტების მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ცესკო-ს ქ. თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული და თბილისის მერის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა, ცესკო-ს მიერ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესწავლა, საჩივრების ავტორებისა და ხმის დათვლაში მონაწილე პირების გამოკითხვა და შესაბამისი საფუძლების შემთხვევაში ხმების ხელახლა დათვლა. ასევე, საარჩევნო ბლოკ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 ნოემბრის განჩინების (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის 41-ე ქვეპუნქტის) გაუქმება, მათი მესამე პირად ჩაბმის ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ოპოზიციური პარტიების სააპელაციო საჩივრები და თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.; ხოლო საარჩევნო ბლოკ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის 41-ე ქვეპუნქტი.
ვრცლად
თბილისის სააპელაციო სასამართლო 12 წლისაა
2017-11-01
დღეს, 1 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა. თბილისის სააპელაციო სასამართლო ულოცავს თითოეულ მოსამართლესა და აპარატის თანამშრომელს სასამართლოს დაარსების 12 წლის იუბილეს და მადლობას უხდის მათ სასამართლო საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და თავდაუზოგავი შრომისათვის. შეგახსენებთ, 2005 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა სააპელაციო ინსტანცია, რითაც ძირეულად შეიცვალა საოლქო სასამართლოების მოდელი. სწორედ ამ დღეს დაარსდა თბილისის სააპელაციო სასამართლოც.
ვრცლად
გადაწყვეტილება საარჩევნო დავაზე
2017-10-27
2017 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენით განიხილა აპელანტების (ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ თავმჯდომარე - მერი კ. და აღნიშნული ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი - მაია დ., პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, ლელა ქ. და №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია) საჩივრები №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 ოქტომბრის აქტების ბათილად ცნობის თაობაზე. აპელანტები ითხოვდნენ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. მოწინააღმდეგე მხარის (№20 თიანეთის საუბნო საარჩევნო კომისია, მესამე პირი - ,,თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსათვის“ და თამაზ მეჭიაური) მოთხოვნას წარმოადგენდა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები და მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ვრცლად
ხორვატი მოსამართლე სტუმრად სასამართლოში
2017-10-19
18 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტუმრად ხორვატი მოსამართლე და ექსპერტი ჟელკო პაიალიჩი ეწვია. სტუმარს სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი და მოსამართლის თანაშემწეები შეხვდნენ. შეხვედრა განხორციელდა „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით იუსტიციის უმაღლეს სკოლის მიერ. შეხვედრის ძირითად მიზანს სასამართლო მოხელეთა განგრძობითი ტრენინგის პროგრამებისა და ტრენინგის საჭიროებების შესწავალა-ანალიზი წარმოადგენდა. სასამართლოს თანამშრომლებმა ექსპერტს გაუზიარეს ახალი და აქტუალური თემები. რის საფუძველზეც მომზადდება ახალი სასწავლო პროგრამა და უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ტრენინგები. პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სასამართლოსა და სამართლებრივი რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული ინსტიტუტების გრძელვადიანი სტაბილურობისა და ეფექტიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველყოფის გზით.
ვრცლად
WiFi მოქალაქეთა მისაღებში
2017-10-17
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების სივრცეში ხელმისაწვდომი გახდა უკაბელო ინტერნეტი (WiFi), რომელიც ღიაა ყველასთვის. WiFi-ს დასახელება და პაროლია: TBAPPEAL tbappeal მადლობას ვუხდით სსიპ "საერთო სასამართლოების დეპარტამენტს" სერვისის გამართვის მხრივ გაწეული დახმარებისთვის.
ვრცლად
შეხვედრა რიჩარდ ბეილსთან
2017-10-12
2017 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ა(ა)იპ „თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის“ თანაორგანიზებით ეწვია ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის კოლეჯის პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტის ყოფილი დეკანი (2013-2016 წწ.) რიჩარდ ბეილსი. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები მართლმსაჯულების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ (საქმეთა ნაკადის მართვა, ელექტრონული საქმისწარმოება და სხვ.) და ისაუბრეს მათი გადაჭრის პოტენციურ გზებზე.
ვრცლად
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა
2017-10-03
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს სტაჟიორების მიღებაზე. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, განაცხადების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით. კონკურსს ჩაატარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟირების კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენა შესაძლებელია 2017 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატი. დღეის მდგომარეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმიანობს სასამართლოს 42 ყოფილი სტაჟიორი, ხოლო 9 დანიშნულია მოსამართლედ სხვადასხვა ინსტანციის საერთო სასამართლოებში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ „თბილისის სააპელაციო სასამართლო“.
ვრცლად
კონკურსი პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
2017-09-08
თბილისის სააპელაციო სასამართლო აცხადებს კონკურსს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, განაცხადების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 21 სექტემბერი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე. გისურვებთ წარმატებებს!
ვრცლად
მემორანდუმი შრომის სამართლის ცენტრთან
2017-08-14
14 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და ა(ა)იპ "თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია პარტნიორობა კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში, აგრეთვე, სტაჟიორი სტუდენტების პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობა. მემორანდუმს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა, ვანო ბოლქვაძემ და ცენტრის დირექტორმა, ასისტ. გიორგი ამირანაშვილმა მოაწერეს ხელი.
ვრცლად
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი
2017-08-01
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების (2 კანდიდატის) შესარჩევად ცხადდება კონკურსი. საქართველოს მხრიდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ამჟამად შესარჩევია 2 კანდიდატი. კანდიდატთა შერჩევის პრინციპები: • კანდიდატურების შერჩევის პროცესი იქნება საჯარო და ღია; • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიეწოდება ინფორმაცია შერჩევის პროცედურის შესახებ; • კანდიდატთა გვარები საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება ანბანური თანმიმდევრობით; • არ უნდა იქნეს წარდგენილი ისეთი კანდიდატურა, რომელიც გამოიწვევს ad hoc მოსამართლის დანიშვნას; • წარმოდგენილ კანდიდატთა შორის იქნება ორივე სქესის ერთი წარმომადგენელი მაინც (გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები მიეკუთვნებიან მათი საერთო რაოდენობის 40%-ზე ნაკლებად წარმოდგენილ სქესთა კატეგორიას, ან არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება). განცხადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 24 აგვისტო. საკვალიფიკაციო მოთხოვნების, განაცხადის წარდგენისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ მიმაგრებული ფაილი.
ვრცლად
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია